52 წლის ასაკში ერთი ნაოჭიც რომ არ გქონდეთ, გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში ერთხელ

15293

ჩვენი კანი მუდმივად გარემოს მავნე ფაქტორების ზეგავლენის ქვეშაა. ზამთარში ის სიცივისგან და ყინვისგან, ხოლო ზაფხულში – მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან იტანჯება. თუ შესაბამის ზომებს რეგულარულად არ მივიღებთ, კანის დატენიანებაზე და გამოკვებაზე სათანადოდ არ ვიზრუნებთ, თავი შეიძლება იჩინოს ისეთმა უსიამოვნო კოსმეტიკურმა პრობლემებმა, როგორიც ნაოჭების გაჩენა, კანის ელატიკურობის დაკარგვა და პიგმენტური ლაქების გაჩენაა.

როდესაც საუბარი სახის კანის სრულფასოვნად მოვლაზე მიდის, სულაც არ არის აუცილებელი რეგულარულად სილამაზის სალონში ვიზიტი და სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. კანის გაჯანსაღებას და ვიზუალურად თავის გაახალგაზრდავებას მარტივად შეძლებთ სახლის პირობებშიც, თუ ჩვენი დღევანდელი რეცეპტით იხელმძღვანელებთ.

დამატენიანებელი ნიღაბი, რომელიც აჯანსაღებს და აახალგაზრდავებს კანს

რა თქმა უნდა, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უკვე მზა ნიღბების შეძენა კოსმეტიკურ მაღაზიებში, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ტიპის კანი გაქვთ, ხართ თუ არა ალერგიული, ყოველთვის კარგად უნდა დააკვირდეთ ასეთი საშუალებების შემადგენლობას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად საკმაოდ მაღალი ფასისა, კოსმეტიკური პროდუქტების უმრავლესობა სასურველ შედეგს ვერ გვაძლევს.

დამატენიანებელი ნიღაბი გვირილისა და ალოესგან აუცილებლად მოგეწონებათ. გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ და სასიამოვნო შედეგებიც არ დააყოვნებს.

გვირილის ყვავილები ატონიზირებს და ამშვიდებს კანს, ალოე ვერა ხსნის გაღიზიანებას და აჩქარებს კანის რეგენერაციის პროცესს, ხოლო ზეითუნის ზეთი – ამარაგებს კანის საფარს საჭირო ვიტამინებით და ატენიანებს მას.

თქვენ დაგჭირდებათ: 

  • 2 ს.კ. გვირილის ყვავილი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ალოეს წვენი
  • 200 მლ მდუღარე წყალი

მომზადება: 

1. აადუღეთ წყალი და დაასხით გვირილის ყვავილებს. დააყოვნეთ ის 30 წუთით. შეგიძლიათ გვირილის როგორც ნედლი, ასევე გამომშრალი ყვავილების გამოყენება. მის შეძენას შეძლებთ ნებისმიერ აფთიაქში.

2. 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ ის რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის ან მარლის გამოყენებით.

3. ზეითუნის ზეთი ოდნავ შეათბეთ წყლის აბაზანაზე და შემდეგ ჩაამატეთ ის გადაწურულ სითხეში.

4. გვირილის ნაყენისა და ზეთის ნარევში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი ალოე ვერას წვენი, კარგად გადაურიეთ.

5. სანამ მასა ჯერ კიდევ თბილია, კარგად წაისვით ის ბამბის დისკის გამოყენებით სახის კანზე, კისერზე და დეკოლტის ზონაზე. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

კვირაში ერთი ან ორი პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა უმოკლეს ვადაში სასურველი შედეგი იხილოთ. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს დაქალებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!