გასწავლით, როგორ მოამზადოთ და მიირთვათ ქიშმიშის ნახარში, რათა ბოლომდე გაიწმინდოთ ღვიძლი და აირიდოთ მისი გაცხიმოვნება

6416

ღვიძლი – ორგანო, რომელიც არაერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ითავსებს, მათ შორის: ცილების წარმოება, ჯანსაღი ნახშირწყლების ათვისება და შენახვა, ტოქსინების მოშორება, მეტაბოლიზმის გზით პოტენციურად მავნე ბიოქიმიური პროდუქტების სხეულიდან მოშორება და ა.შ.

ცხოვრების არაჯანსაღი სტილით, რაშიც იგულისხმება არასწორი კვება, მავნე ჩვევები და ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ღვიძლს საკმაოდ ძლიერ დარტყმას ვაყენებთ, რის შედეგადაც ირღვევა ამ ორგანოს მუშაობა და სავსებით შესაძლებელია, თავი იჩინოს სხვადასხვა სერიოზულმა დაავადებებმა: A, B და C ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი და ა.შ. უარყოფითი, შეიძლება ითქვას, დამანგრეველი გავლენა აქვს ჩვენს ღვიძლზე სააფთიაქო პრეპარატებსაც, რომელთათვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – პრობლემა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ისე გახშირდა, რომ მას 21-ე საუკუნის დაავადებასაც კი უწოდებენ. რა თქმა უნდა, ღვიძლის გაცხიმოვნებაც ცხოვრების თანამედროვე, ნაკლებად ჯანსაღი სტილის შედეგია.

იმისათვის, რომ ავირდიოთ შეფერხებები ღვიძლის მუშაობაში და საიმედოდ დავიცვათ თავი უსიამოვნო პრობლემებისგან, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ამ ორგანოზე, უფრო კონკრეტულად კი მის რეგულარულად გაწმენდაზე. ამ დავალებას არაჩვეულებრივად ართმევს თავს უბრალო ქიშმიში!

გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას: 

პირველ რიგში, შეიძინეთ ხარისხიანი, მუქი შავი ფერის ქიშმიში. 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ ქიშმიში 150 გრამის ოდენობით და ხარშეთ ნარევი ძალიან დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. დააყოვნეთ ის მთელი ღამით.

მიირთვით ნახარში გაღვიძებისთანავე, უზმოზე. სითხის დალევის შემდეგ, სურვილისამებრ, ნაყოფი შეგიძლიათ ამოჭამოთ. თუ ქიშმიშის ამ ნახარშს თვის განმავლობაში 4-ჯერ მაინც მიიღებთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს!

გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება ნებისმიერ დროს სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერი ხალხური საშუალების მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!