18 პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ, თუ მუცლიდან ცხიმოვანი ფენების მოშორებას ვერ ახერხებთ

9720

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენების წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთ მკაცრ ზომას ვიღებთ, სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ ვაღწევთ. ჭარბი ცხიმოვანი ფენები მუცელზე და გვერდებზე – საერთო პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ ჭარბწონიანებს, არამედ გამხდარი ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილსაც კი აწუხებს.

როგორ მოვიქცეთ, თუ სხეულის ამ პრობლემურ ზონებზე ცხიმოვანი ფენების შემცირება ძალიან გვიჭირს? გარდა ფიზიკური აქტივობისა და ცხოვრების სტილში გარკვეული ცვილებების შეტანისა, თქვენ აუცილებლად უნდა გაამდიდროთ კვების ყოველდღიური რაციონი კონკრეტული პროდუქტებით, რომლებიც სტიმულირებს ამ ზონებში ცხიმოვანი ფენების წვის პროცესს.

მაშ ასე, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 18 ნატურალურ პროდუქტს, რომელიც უნდა მიირთვათ აუცილებლად, თუ მუცლიდან და გვერდებიდან დაგროვებული ცხიმოვანი ფენების მოშორება გსურთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

პროდუქტები, რომლებიც სტიმულირებს ცხიმის წვის პროცესს

1. მოუხდელი რძე

დღეში 1 ჩაის ჭიქა მოუხდელი რძე მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით და შეგინარჩუნებთ სინაყრის განცდას არაერთი საათით. ცხიმგაცლილი ნაწარმის ნაცვლად, აუცილებლად მიირთვით ნატურალური, მოუხდელი რძე.

2. ნუში

ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ნუში ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. პერიოდულად გაინებივრეთ თავი ერთი მუჭა ამ ძალიან გემრიელი თხილეულით, რათა საგრძნობლად დააჩქაროთ ცხიმების წვის პროცესი.

3. ავოკადო

სასარგებლო ცხიმებით მდიდარი ეს უგემრიელესი ტროპიკული ხილი სწორედ ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ, თუ ცხიმოვანი ფენების შემცირება და მოშორება გსურთ.

4. ლობიო

მოცემული პროდუქტი ძალიან გვეხმარება წონის დაკლებაში, რაც მასში შემავალი დიდი რაოდენობით ცილებითა და უჯრედისით არის განპირობებული. მიირთვით ლობიო დღის პირველ ნახევარში, რათა მინიმუმ რამდენიმე საათით შეინარჩუნოთ სინაყრის შეგრძნება.

5. ბროკოლი

კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო ბოსტნეული, რომელსაც აქვს ცხიმების წვის უნარი. ბროკოლი მდიდარია ისეთი სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და წმენდს სხეულს დაგროვებული ტოქსინებისგან.

6. კომბოსტო

მოცემული ბოსტნეული ხელს უწყობს ჩვენს სხეულს კალორიების სწრაფად დაწვაში.

7. ცივი კარტოფილი

თუ კარტოფილს არა ცხელ, არამედ ცივ მდგომარეობაში მიირთმევთ, მასში შემავალი ჭარბი რაოდენობით სახამებელი აღარ გარდაიქმნება ცხიმად.

8. ბულიონი

ქათმის, ბოსტნეულის ან სოკოს ბულიონი – საკვები, რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ, თუ წონის დაკლება და ცხიმოვანი ფენების მოშორება გსურთ.

9. ქოქოსის ზეთი

ამ ფორმის ზეთს გააჩნია ცხიმების წვის უნარი. ქოქოსის ზეთი ხელს გვიწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში და საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებაში.

10. ხაჭო

როგორც მოგეხსენებათ, ნატურალური ხაჭო ძალზედ სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ცილების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს. საღამოს საათებში, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მიირთვით ის, რათა ღამით შიმშილის შეგრძნებამ აღარ შეგაწუხოთ.

11. კვერცხი

ქათმის მოხარშული კვერცხი – ძალიან სასარგებლო პროდუქტი, რომელიც უნდა მიირთვათ ზომიერების ფარგლებში, თუ წონის დაკლება და ცხიმოვანი ფენების მოშორება გსურთ.

12. თევზი

თევზის ცხიმიანი სახეობები წარმოადგენს ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებისა და ცილების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს, რომლებიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს გვიწყობს სხეულის პრობლემური ზონებიდან ცხიმოვანი ფენების მოშორებაში.

13. მწვანე ჩაი

რეგულარულად ამ არომატული სასმელის მირთმევით საკუთარ სხეულს მისცემთ მეტაბოლურ ბიძგს და დააჩქრებთ ცხიმების წვის პროცესს. ცნობისთვის, მწვანე ჩაისთვის ანტიასაკობრივი თვისებებიც კი არის დამახასიათებელი, ანუ ის აფერხებს დაბერების პროცესს.

14. კივი

ფორთოხლის, ლიმონისა და გრეიფრუტის მსგავსად, კივი უჯრედისის საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს. რეგულარულად გაინებივრეთ თავი ამ არომატული ნაყოფით, რათა მოამარაგოთ სხეული სასარბებლო მკვებავი ნივთიერებებით და დააჩქაროთ წონის კლების პროცესი.

15. სოკო

D ვიტამინით მდიდარი სოკო თავიდან გვარიდებს აბდომინალურ გაცხიმოვნებას, ანუ ჭარბი რაოდენობით ცხიმოვანი ფენების დაგროვებას მუცლის არეზე.

16. შვრიის ფაფა

მოგეხსენებათ, შვრია უჯრედისითა და რთული ნახშირწყლებით მდიდარი ნატურალური პროდუქტია, რომელიც სინაყრის განცდას ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს.

17. მოლუსკები

თუთიით მდიდარი მოლუსკები დაარეგულირებს თქვენს მადას და ხანგრძლივი დროით შეგინარჩუნებთ სინაყრის შეგრძნებას.

18. გოგრის თესლი

მიირთვით მზეზე გამომშრალი გოგრის თესლი დაახლოებით ერთი მუჭის ოდენობით, რათა მოამარაგოთ ორგანიზმი სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით, მოიშოროთ პარაზიტები, დააჩქაროთ ცხიმების წვის პროცესი და შეინარჩუნოთ სინაყრის შეგრძნება ხანგრძლივი დროით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!