უბრალოდ ძალიან ლამაზი, გემრიელი და იოლი მოსამზადებელია. ხაჭოს ორცხობილები, რომლებიც ძალიან მიყვარს!

13570

შემოგთავაზებთ ფხვიერი ცომისა და ხაჭოს არომატული შიგთავსით მომზადებული ძალიან გემრიელი, ლამაზი და მოსამზადებლად მარტივი ორცხობილების რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 300 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • კარაქი 100 გრ
  • შაქარი 70 გრ
  • ვანილი
  • კვერცხი 1 ცალი
  • არაჟანი 2 ს. კ.

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ხაჭო 300 გრ
  • შაქარი 3 ს. კ.
  • ვანილი მწიკვი ან ვანილის შაქარი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

1. ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი და აურიეთ. შემდეგ ჩაახეხეთ ცივი კარაქი და მოამზადეთ ფხვიერი ცხიმიანი ცომი.

2. დაამატეთ შაქარი, ვანილი, კვერცხი, არაჟანი და მოზილეთ რბილი ცომი.

3. მზა ცომი ჩადეთ პარკში და 30 წუთით შედეთ მაცივარში.

4. ხაჭო, შაქარი და ვანილი დააბლენდერეთ და გულსართიც მზად არის.

5. ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ თხელ ოთხკუთედ ფენად. მიღებული ფენა გაყავით 9 თანაბარ კვადრატად. თითოელ კვადრატზე გააკეთეთ 4 ჭრილი.

6. კვადრატის შუაგულში დადეთ ხაჭოს შიგთავსი. კვადრატის კიდეები შეაერთეთ და მოამზადეთ ლამაზი ყვავილები. ორცხობილები გაანაწილეთ საცხობ ფორმაზე.

7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.

8. ოქროსფრად დაბრაწული ორცხობილები გააგრილეთ და დაფარეთ შაქრის ფხვნილით.

გემრიელად მიირთვით!