მოწევა მავნე ჩვევაა. სამწუხაროდ, საკმაოდ რთულია ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმა. ბევრი მწეველი ცდილობს თავის დანებებას, მაგრამ ყველა ვერ იღებს სასურველ შედეგს.
შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებით მოცემული პრობლემის აღმოფხვრას შეძლებთ ეტაპობრივად. მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: ბუნებრივი ინგრედიენტებით ამზადებთ წამალს, რომელსაც იყენებთ ყოველ ჯერზე, როდესაც გიჩნდებათ მოწევის სურვილი.
მეთოდი მრავალჯერ გამოცდილია და იმდენად ეფექტურია, რომ სამუდამოდ იტყვით უარს ამ მავნე ჩვევაზე.
წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გრეიპფრუტი ნახევარი
- ფორთოხალი ნახევარი
- ქოქოსის ზეთი 30 მლ
- გვირილას ჩაი 20 მლ
- ორეგანო, იგივე თავშავა (ფხვნილი) 5 გრ
- გვირილას ჩაი 20 მლ
- ჟოჟობას ზეთი 30 მლ
- ზეითუნის ზეთი 30 მლ
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ჩაის კოვზ გვირილას (ან ერთჯერად პაკეტს) დაასხით მდუღარე და დააყენეთ ჩაი.
- გამოწურეთ ფორთოხლისა და გრეიპფრუტის წვენი, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მზა მასა გაანაწილეთ პატარა ქილებში ან ბოთლებში, რომლებიც მოსახერხებელი იქნება სატარებლად.
- ყოველთვის, როდესაც გაგიჩნდებათ მოწევის სურვილი, მომზადებული საშუალება წაისვით ცხვირზე ან რამდენიმე წვეთი დააწვეთეთ ბამბის ტამპონზე და ღრმად შეისუნთქეთ.
როგორ დაანებეთ მოწევას თავი თქვენ? აუცილებლად გაგვიზიარეთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით!