იმუნომასტიმულირებელი ნატურალური ნზავი დგიცავთ საშიში დაავადებებისგან. სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის

944

ჯანმრთელობის პრობლემები ჩვენს დროში იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, რაც დაბინძრუებული საცხოვრებელი გარემოს, არაჯანსაღი საკვების, მავნე ჩვევებისა და ნაკლები მოძრაობის შედეგია.

თუ ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე, სტრესი და დეპრესია, კანისა და თმის მდგომარეობის გაუარესება, ხშირი გრიპი და გაციება თქვენთის კარგად არის ნაცნობი, აუცილებლად იზრუნეთ ორგანიზმში სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების მარაგის შევსებაზე.

მაქსიმალურად მოერიდეთ არაჯანსაღ საკვებს და გაამდიდრეთ რაციონი ახალი ხილითა და ბოსტნეულით, რათა შეავსოთ ორგანიზმი იმ ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც ჩვენს შინაგან ორგანოებსა და სისტემებს ნორმალური მუშაობისთვის სჭირდება.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ყველაზე ეფექტური გზა თავის სხვადასხვა სერიოზული დაავადებებისგან დასაცავად იმუნური სისტემის გაძლიერებაა. ორგანიზმის თავდაცვითი ძალების ამაღლების ხარჯზე, თქვენ მარტივად აირიდებთ თავიდან არა მხოლოდ სეზონურ დაავადებებს, არამედ ჯანმრთელობის ყველაზე სერიოზულ და საშიშ პრობლემებსაც კი.

ამ დავალებას მარტივად გაართმევს თავს იაფი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შემდგარი ნატურალური ნაზავი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ. გარდა იმუნომასტიმულირებელი თვისებებისა, მოცემული საშუალება მოგიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, გაგიძლიერებთ გულის კუნთს, დაგავიწყებთ ქონიკულ დაღლილობას და ა.შ.

ნიორი, ვაშლის ძმარი და თაფლი – ყველას არაერთხელ გვსმენია სამივე პროდუქტის სასარგებლო და სმკურნალო თვისებების შესახებ. მათი კომბინირებით ვიღებთ ძლიერმოქმედ საშუალებას, რომელსაც აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე.

ძალიან სასარგებლოა ეს ნაზავი ჰიპერტონიკებისთვისაც, რადგან ის აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში. მიირთვით ნივრის, ძმრისა და თაფლის ნაზავი, თუ ართრიტი გაწუხებთ – ეს საშუალება მყისიერად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

სეზონური დაავადებები, გრიპი, გაციება და ინფექციები თქვენს წინააღმდეგ უძლური იქნება, თუ ამ იმუნომასტიმულირებელ საშუალებას სწორი ისნტრუქციით მიიღებთ.

როგორ მოვამზადოთ სამკურნალო ნაზავი?

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი (250 მლ)
  • 1 ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი (400 გ)
  • 10 კბილი ნიორი

ინსტრუქცია:

გააერთიანეთ სამივე ინგრედიენტი მინის ქილაში და კარგად ამოურიეთ. შეინახეთ ეს საშუალება მაცივარში თავდახურულ მდგომარეობაში.

ეს ნაზავი ვარგისია მომზადებიდან მხოლოდ პირველი 5 დღის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ ის სამკურნალო თვისებებს კარგავს.

მიიღეთ ნატურალური ნარევი 2 სუფრის კოვზის ოდენობით ყოველ დილას, საუზმობამდე 15-20 წუთით ადრე. საერთო ჯამში უნდა ჩაიტაროთ 2 კვირიანი კურსი. 5 დღის შემდეგ აუცილებლად მოამზადეთ ახალი ულუფა.

ამ საშუალების მიღებიდან ხანმოკლე დროში ძალების და ენერგიის მოზღვავებას აუცილებლად იგრძნობთ. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მგებორებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!