პატარძალმა საქორწინო ცერემონიაზე ერთი ადგილი გარდაცვლილი შვილისთვის დატოვა. მეუღლის საჩუქარი მას სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება

1003

40 წლის ალიასკელი ბეკი თერნის ცხოვრებას ტკბილს ნამდვილად ვერ დაარქმევდით. 2015 წლის 21 ოქტომბერს ტრაგიკულ ვითარებაში გარდაიცვალა მისი შვილი ტრისტონ გრინი. ბიჭის გული გადაუნერგეს ვინმე იაკობ კილბის. ბეკიმ იცოდა ვის გადაეცა მემკვიდრეობით თავისი სისხლის და ხორცის გული, თუმცა პირადად არ იცნობდა ამ ადამიანს.

ასე გრძელდებოდა აქამდე, კერძოდ ბეკის ქორწილამდე. ცერემონიის დროს ქალმა ითხოვა ერთი თავისუფალი სკამის დატოვება თავისი 19 წლის შვილის ხსოვნის საპატივცემულოდ, რომელიც ორი წლით ადრე გარდაიცვალა.

ამასობაში, ბეკის საქმრომ, კელიმ გადაწყვიტა შეყვარებულისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა. მან მოძებნა იაკობი სოციალურ ქსელში, დაუმეგობრდა და შესთავაზა ქორწილში ჩამოსვლა. 21 წლის ბიჭს, რომელიც სიკვდილს ბეკის შვილის წყალობით გადაურჩა, ნამდვილად არ შეეძლო უარის თქმა ასეთ ამაღელვებელ თხოვნაზე.

კელის საქმრომ შესანიშნავად მოაწყო ეს საიდუმლო ოპერაცია. მან იაკობი მეექვსე მეჯვარედ მოიწვია. ბოლო წუთამდე იგი საიდუმლოდ ინახავდა მეჯვარის ვინაობას. იგი დაპირდა ბეკის, რომ ეს იქნებოდა ყველაზე დიდი საქორწინო სიურპრიზი.

და აი, ეს მომენტიც დადგა. კელიმ წარუდგინა ბეკის ბიჭი და მან ვერ შეძლო ემოციების შეკავება. სტეტოსკოპის საშუალებით ქალმა შეძლო გარდაცვლილი შვილის გულიცემის მოსმენა.

“მე შოკში ვიყავი. მე ვკიოდი და ვხტუნავდი პატარა ბავშვივით. ჩემთვის არასოდეს არავის გაუკეთებია ასეთი სიურპრიზი. მე თავს ვგრძნობდი, როგორც პატარა გოგონა, რომელიც ხსნის საშობაო საჩუქრებს.”

ბეკიმ სოციალურ ქსელში გააზიარა ეს ამაღელვებელი ფოტოები და ისინი ვირუსივით გავრცელდა. მათ ასეულობით ათასი მოწონება მოაგროვეს ფეისბუქზე.

როგორც ხედავთ, სასწაულები მართლაც ხდება! ბეკი სიტყვებით ვერ გადმოცემდა თავის ემოციას. მან ერთხელ მაინც შეძლო მოესმინა უკვე გარდაცვლილი შვილის გულიცემა. ბრავო კელის, რომელმაც ყველაფერი მაღალ დონეზე მოაწყო.