რა იწვევს ბუასილს, როგორ ვუმკურნალოთ მას და თავიდან ავირიდოთ პრობლემის გამწვავება

6017

ჰემორეის (ბუასილის) პროფილაქტიკა და მკურნალობა სახლის პირობებში სავსებით შესაძლებელია, თუ მარტივ რეკომენდაციებს დაიცავთ. ტერმინი ჰემორეა, იგივე ბუასილი, ნიშნავს ანუსის შიგნით და მის გარშემო განთავსებულივენების ანთებას, რაც ართულებს დეფეკაციის პროცესს და დაკავშირებულია არაერთ უსიამოვნო შეგრძნებასთან. ჰემორეის დროს გარდა ტკივილის შეგრძნებისა სწორ ნაწლავში, ხშირად ვაწყდებით სისხლს ფეკალიებში. დისკომფორტის საშინელი შეგრძნება ჯდომის დროს – კიდევ ერთი უსიამოვნო მოვლენა, რომელიც ამ პრობლემისთვისაა დამახასიათებელი.

ყველაზე ხშირად ეს დაავადება აღენიშნებათ 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს. სწორი დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის შესაბამისი ზომების მისაღებად აუცილებლად უნდა მიმართოთ პროქტოლოგს.

რა იწვევს ბუასილის განვითარებას?

  • არასწორი კვება;
  • მემკვიდრეობითი ფაქტორები;
  • ცხოვრების მჯდომარე სტილი;
  • ქრონიკული დიეარეა ან ყაბზობა;
  • ორსულობა;
  • ჭარბი წონა და გაცხიმოვნება.

როგორ ავირიდოთ თავიდან ეს უსიამოვნო პრობლემა?

  1. მაქსიმალურად შეეცადეთ, დაკავდეთ ფიზიკური აქტივობებით. ცხოვრების მჯდომარე სტილი ჰემორეის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. შეეცადეთ, ისეირნოთ ფეხით ყოველდღიურად მინიმუმ ერთი საათით მაინც.
  2. ებრძოლეთ ჭარბ წონასა და ცხიმებს, რათა თაიცვათ თავი ბუასილის განვითარებისგან.
  3. მიირთვით დღის განმავლობაში საშუალოდ 2 ლიტრი წყალი.
  4. მოერიდეთ ზედმეტად ცხარე ან ცხიმიან საკვებს.
  5. მიირთვით დიდი რაოდენობით უჯრედისით მდიდარი საკვები პროდუქტები (ხილი, ბოსტნეული, მთელი მარცვლები და ა.შ.).

როგორ დავამარცხოთ ჰემორეა? 

გარეგანი მკურნალობა:

  • მდგომრეობა საგრძნობლად რომ შეიმსუბუქოთ და გათავისუფლდეთ ქავილის აუტანელი შეგრძნებისგან, რეგულარულად მიიღეთ ცივი შხაპი, განსაკუთრებით კი დეფეკაციის შემდეგ.
  • ცხენის წაბლი – პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ სისხლდენის შეჩერებაში და ანთების ჩახშობაში. გარდა ამისა, მისი ფოთლებისგან მომზადებული ნაყენი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თავიდან გვარიდებს ვენების შეშუპებას. ცხენის წაბლის რამდენიმე ფოთოლი კარგად მოხარშეთ. მიღებულ ნახარშში ჩაალბეთ ბამბის დისკი და დაიფინეთ ის ანუსზე რამდენიმე წუთით.
  • მოცვი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ანთებითი პროცესების ჩასახშობად. მოამზადეთ ნახარში ნახევარი ჩაის ჭიქა მოცვისა და 2 ლიტრი წყალისგან. კარგად გაციებულ ნახარშში ჩაალბეთ ბამბის დისკი ან მარლა და დაიფინეთ ის ანუსზე რამდენიმე წუთით. საოცარ შვებას მყისიერად იგრძნობთ.

შინაგანი მკურნალობა:

  • მრავალძარღვა – ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ბუასილის სამკურნალოდ. ის აძლიერებს ნაწლავების კედლებს და ახშობს მიმდინარე ანთებით პროცესებს. 1 ჩაის კოვზ გამომშრალ მრავალძარღვას დაასხით დაახ. 3 სუფრის კოვზი წყალი, დააყოვნეთ რამდენიმე საათით და შემდეგ მიირთვით. ამ საშუალების ყოველდღიური მიღებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იგრძნობთ.
  • ლაიმი – C ვიტამინისა და ფლავანოიდების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ლაიმი უბრუნებს ელასტიურობას არტერიებს და თავიდან გვარიდებს სისხლდენას. ყოველდღიურად მიირთვით ერთ ჩაის ჭიქა წყალში ჩაწურული ერთი ლაიმი, რათა თავიდან აირიდოთ ჰემორეის განვითარება ან უმკურნალოთ მას.
  • იონჯა – K ვიტამინი, რომელსაც ეს პროდუქტი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს, გვეხმარება ჰემორეის მკურნალობაში. გარდა ამისა, ეს პროდუქტი მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, კალციუმითა და სხვა სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით. აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა კარგად გასუფთავებული იონჯა, დაუმატეთ ნახევარი კიტრი და ათქვიფეთ ბლენდერის გამოყენებით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული ბლანტი კონსისტენციის მასას დაამატეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი და რამდენიმე ჩაის კოვზი თაფლი. მიირთვით მზა სასმელი ყოველ დილას.

სასარგებლო ხილი და ბოსტნეული ჰემორეის დროს:

  • ანანასი;
  • ფორთოხალი;
  • მსხალი;
  • ისპანახი;
  • ხახვი.

პროდუქტები, რომლებიც ამწვავებს მდგომარეობას ჰემორეის დროს:

  • ძმარი;
  • პომიდორი;
  • ხახვი;
  • ოხრახუში;
  • წიწაკა;
  • ნიორი;
  • ყავა;
  • შოკოლადი;
  • ალკოჰოლი.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა შეძლოთ პრობლემისგან მინიმალურ ვადაში გათავისუფლდება. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!