უმარტივესი გზა თქვენი უთოს ზედაპირის ნამწვავისა და ნებისმიერი სახის დაბინძურებისგან გასაწმენდად

0
2530

შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებით შეძლებთ უთოს ზედაპირის ჭვარტლისგან გაწმენდას.

გჭირდებათ მხოლოდ ხელთათმანი, მშრალი ნაჭერი და რამდენიმე აბი პარაცეტამოლი.

ზედმიწევნით შეასრულეთ მოცემული მითითებები და მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს:

  • უთო გააცხელეთ.
  • ჩაიცვით ხელთათმანი ან იმოქმედეთ პინცეტით.
  • პარაცეტამოლის აბი წაუსვით დაბინძურებულ ადგილებზე. აბი სწრაფად გადნება და ჭვარტლს დაარბილებს. ასე გააგრძელეთ, სანამ უთოს ზედაპირი მთლიანად არ გაიწმინდება.
  • შემდეგ გაწმინდეთ მშრალი ნაჭრით.
  • უთო ჩართეთ ორთქლის ფუნქციაზე. ამ გზით შეძლებთ ნახვრეტების ჭვარტლის ნარჩენებისგან გათავისუფლებას.
  • შემდეგ ზედაპირი ისევ მშრალი ნაჭრით გაწმინდეთ.

უთო გააგრილეთ და გაწმინდეთ ნესტიანი ტილოთი.