სწრაფი, თხელი და ხრაშუნა ცომი საფუვრის გარეშე. ტკბილეულსა და ღვეზელებს აწი მხოლოდ ამ ცომით მოვამზადებ

18352

გთავაზობთ ძალიან ნაზი, ჰაეროვანი და ხრაშუნა ცომის რეცეპტს. უსაფუვრო არომატული ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ ტკბილეული, ღვეზელები და თქვენთვის სასურველი სხვადასხვა გემრიელობები. შიგთავსი შეარჩიეთ თქვენი გემოვნებით.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მოამზადებთ ვაშლის უგემრიელეს და ძალიან არომატულ ღვეზელებს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გრ
  • შაქარი 1 ს. კ.
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • გამდნარი კარაქი ან ზეთი  70 გრ
  • წყალი 120 მლ

შიგთავსისთვის დაგჭირდებათ:

  • ვაშლი 1 კგ
  • ლიმონის წვენი 2 ს. კ.
  • შაქარი 2 ს. კ.
  • დარიჩინი 1 ჩ. კ.

ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი კვერცხის გული
  • რძე 1 ს. კ.

მომზადების წესი:

1. ცომისთვის საჭირო ინგრედიენტები მოათავსეთ საშუალო ზომის თასში და მოზილეთ ცომი. ზელთ 4-5 წუთის განმავლობაში. გლუვი ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ. თუ ცომი ხელებზე გეწებებათ დაამატეთ ცოტა ფქვილი. თუ ამზადებთ სოკოს, კარტოფილის ან თქვენთვის სასურველი შიგთავსის ღვეზელებს, შეამცირეთ შაქრის რაოდენობა.

2. შიგთავსის მოსამზადებლად ვაშლი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და გადაიტანეთ გახურებულ ტაფაზე. ურევთ ზედმეტი სითხის ამოშრობამდე. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი, დარიჩინი, შაქარი და აურიეთ.

3. ცომი გაყავით 12-14 თანაბარ ნაწილად და გამოხელეთ ბურთულები.

4. თითოეული ბურთულა გააბრტყელეთ თხელ ოვალურ ფენად.

5. ცომის კიდეზე გაანაწილეთ 1 ს. კ. შიგთავსი. კიდეები გადმოკეცეთ და რულეტივით გადაახვიეთ. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ღვეზელები.

6. 1 ცალი კვერცხის გული და რძე ათქვიფეთ და სილიკონის ფუნჯით გადაუსვით ღვეზელებს.

7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.

ნაზი, თხელი და ხრაშუნა ცომით მომზადებული ვაშლის არომატული შიგთავსიანი დესერტი უგემრიელესია.

მიირთვით და ისიამოვნეთ!