მხედველობის აღდგენაში ნატურალური საშუალება დამეხმარა. დღეს მის მომზადებას თქვენც გასწავლით

18125

თუ თვალებზე ზედმეტი დატვირთვის ან ასაკობრივი ცვლილებების ფონზე მხედველობის დაქვეითება გაწუხებთ, დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ჩვენი საშუალება აუცილებლად დაგეხმარებათ!

ის შედგება მხოლოდ სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი ნატურალური ინგრედიენტებისგან და აქვს სასარგებლო გავლენა არა მხოლოდ ჩვენს თვალებზე და მხედველობაზე, არამედ ზოგად ჯანმრთელობაზეც კი.

გარდა მოცემული ხალხური საშუალების მიღებისა, თქვენ უნდა გაამდიდროთ კვების ყოველდღიური რაციონი A და C ვიტამინების მაღალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტებით. განსაკუთრებით სასარგებლოა თქვენი მხედველობისთვის სტაფილოს, ფორთოხლისა და მაწვნის ან კეფირის სმუზები. მიირთვით ის კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ.

ნატურალური საშუალება მხედველობის გასაუმჯობესებლად

ინგრედიენტები:

  • 200 მლ სელის ზეთი
  • 2 ლიმონი
  • 3 კბილი ნიორი
  • 500 მლ ნატურალური თაფლი

ინსტრუქცია: 

  1. კარგად გამოწურეთ წვენი ორივე ლიმონისგან და დაუმატეთ მას დაქუცმაცებული, დაკეპილი ნიორი.
  2. ნივრისა და ლიმონის წვენის ნარევში ჩაამატეთ სელის ზეთი და თაფლი, შემდეგ ხის კოვზით კარგად გადაურიეთ.
  3. მზა მასა მოათავსეთ მინის ქილაში, მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
  4. მიირთვით ეს ნატურალური საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 2-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

სასიამოვნო ცვლილებებს ამ ნარევის ყოველდღიური მიღებიდან დაახლოებით 1 კვირაში იხილავთ. 2-3 კვირიანი კურსის შემდეგ თქვენი მხედველობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული საშუალება აბსოლუტურად ნატურალურია, ის შეგიძლიათ მიიღოთ ყოველთვის პატარ-პატარა (1 ან 2 კვირიანი) შესვენებებით.