უკვე მრავალი საუკუნეა, რაც კაცობრიობას მოეპოვება ცნობები ბაბუაწვერას სასარგებლო თვისებების შესახებ. ჩვენი წინაპრები მას საკმაოდ ხშირად იყენებდნენ არაერთი სერიოზული დაავადების სამკურნალოდ.
ეს მცენარე არაჩვეულებრივად წმენდს ღვიძლს, სტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, კურნავს ალერგიებს. საკმაოდ ხშირად ბაბუაწვერას ფეხმძიმე ქალბატონების საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და მენოპაუზის დროს მდგომარეობის შესამსუბუქებლადაც იყენებდნენ.
საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ბაბუაწვერას გაზაფხულის დასაწყისში, აპრილის თვეში შეაგროვებთ, როდესაც მცენარე ზედმეტად დაბინძურებული არ არის. ბაბუაწვერას ყველაზე სასარგებლო ნაწილი მისი ღეროა, რომელიც დიაბეტის სამკურნალოდ, სისხლის გასაწმენდად, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დასარეგულირებლად და კუჭის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
მის ვიტამინებით მდიდარ ფოთლებს საკმაოდ ხშირად ამატებენ სალათებში და სხვადასხვა კერძებში, რადგან გვიწყობს ხელს წონის დაკლებაში და ამარაგებს ორგანიზმს გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებითა და მინერალებით. ბაბუაწვერას ყვავილებისგან ამზადებენ სპეციალურ სიროფსაც, რომელიც ეფექტურად წმენდს სისხლს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ამარცხებს ხველას.
რაც შეეხება ბაბუაწვერას ფესვს, ეს უნიკალური პროდუქტი გამოიყენება ორგანიზმში არსებული ახალწარმონაქმნებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი სერიოზული დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ფესვებს ასუფთავებენ, აქუცმაცებენ და ტოვებენ ჰაერზე გასაშრობად 15 დღე-ღამის განმავლობაში. კარგად გამომშრალი ფესვები უნდა მოათავსოთ მუქი ფერის მინის ჭურჭელში და შეინახოთ გრილ ადგილას.
ბაბუაწვერას ფესვები ძალიან სასარგებლოა ჩვენი ღვიძლისთვის, ნაღვლის ბუშტისთვის, თირკმელებისა და ლიმფისთვის. გარდა შინაგანი ორგანოების მუშაობაზე დადებითი გავლენისა, ეს პროდუქტი ამარცხებს ყაბზობას, გამონაყარს, გამოიყენება ჰეპატიტის, რევმატიზმის, ცისტიტისა და კიბოს სამკურნალოდაც კი.
განსაკუთრებით ეფექტურია ბაბუაწვერას ფესვები ქალური დაავადებებისა და იმ პრობლემების დროს, რომლებიც მკერდით კვებას უკავშირდება.
სიროფის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 400 გრამი ბაბუაწვერას ყვითელი ყვავილები
- 4 დაჭრილი ლიმონი
- 4 დაჭრილი ფორთოხალი
- 3 ლიტრი წყალი
მომზადების წესი:
- ყველა ინგრედიენტი ჩაამატეთ წყალში და დააყოვნეთ 24 საათის განმავლობაში.
- 24 საათის შემდეგ დაამატეთ 2 ჩაის ჭიქა შაქარი და ნარევი დადგით დაბალ ცეცხლზე.
- როდესაც მასა გაბლანტდება, გადმოდგით ის ცეცხლიდან, მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად და მიღებული ბლანტი სითხე გადაიტანეთ მინის ქილაში, შეინახეთ მაცივარში.
როდესაც გრიპი, გაციება, ხველა ან ბრონქიტი შეგაწუხებთ, მიიღეთ ეს საშუალება და პრობლემაც მალევე გაქრება. სიროფს იღებენ დღეში 1 ან 2 ჩაის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
ბაბუაწვერას ჩაი
ბაბუაწვერას ჩაი მზადდება მისი გამომშრალი და კარგად დაქუცმაცებული ან დაფქული ფოთლებისგან. აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული ფოთლები და დაასხით ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. როდესაც ნარევი ოდნავ გაგრილდება, მიირთვით.
თუ ყოველდღიურად 1 ფინჯან ასეთ ჩაის მიირთმევთ, შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი სერიოზული პრობლემის გადაჭრას, შინაგანი ორგანოების გაჯანსაღებას და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.
რა თქმა უნდა, თვითმკურნალობა ნებისმიერ დროს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი სერიოზული პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლას, როგორიც დიაბეტი, ჰეპატიტი ან სულაც კიბოა, ბაბუაწვერით გადაწყვეტთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ გაქვთ ბაბუაწვერას გამოყენების გამოცდილება, აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა. გისრუვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!