უგემრიელესი ორცხობილები ერთნაირად მოეწონებათ როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს. ხაჭოს არომატული ორცხობილები განსაკუთრებით გემრიელია ჩაისთან ერთად.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 150 გრ
- ხაჭო 200 გრ
- ფქვილი 250 გრ
- შაქარი 100 გრ
- გამაფხვიერებელი ჩაის კოვზამდე
- ვანილის ესენცია რამდენიმე წვეთი
მომზადების წესი:
- ცივი კარაქი გახეხეთ შაქართან ერთად, დაამატეთ ხაჭო, ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 2 საათით შედეთ მაცივარში.
- ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ 4-5 მმ სისქის ფენად და დაჭერით თქვენთვის სასურველი ფორმებით.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ორცხობილები.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 10-15 წუთი.
- თუ გსურთ, გაგრილებულ ორცხობილებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
თუ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გემრიელად მიირთვით!