რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ბროწეულის რეგულარულად მირთმევა ხანდაზმული ადამიანებისათვის

2174

მიირთვით ბროწეული კვირაში ერთხელ მაინც – ეს საუკეთესო გზაა კატარაქტის, დემენციისა და თავის ტვინის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

განსაკუთრებით დიდი პოპულარობით ბროწეული აღმოსავლეთის ქვეყნებში სარგებლობს. მის ახლადგამოწურულ წვენსა და უშუალოდ ნაყოფს რეგულარულად მიირთმევენ ინსულტის თავიდან არიდების მიზნით. ეს სწორედ ის ნატურალური პროდუქტია, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს გულის კუნთზე და სისხლძარღვებზე.

ბროწეული – საჩუქარი ბუნებისგან

ბროწეულის მარცვლები წარმოადგენს პოლიფენოლების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს, რომელიც უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ჩვენს დროში, როდესაც გვიწევს ცხოვრება ნაკლებად ჯანსაღ ეკოლოგიურ პირობებში, გვახასიათებს არაერთი მავნე ჩვევა და ვიკვებებით არასწორად, ბორწეული სწორედ ის პროდუქტია, რომელიც ძალიან გვჭირდება. პოლიფენოლების მაღალი შემცველობის ხარჯზე, თუ ბროწეულის წვენს რეგულარულად მიირთმევთ, შეამცირდებთ ორგანიზმში მიმდინარე დაჟანგვით პროცესებს.

ეს არომატული ნაყოფი აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესსა და ნაწლავების პერისტალტიკას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბროწეული ებრძვის და ამცირებს ანთებას ჩვენს სხეულში, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ პროდუქტად აქცევს.

ექიმები უწევენ რეკომენდაციას ბროწეულის რეგულარულად მირთმევას იმ პაციენტებში, რომელთაც ართრიტი ან სახსრებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემა აწუხებთ.

აუცილებლად უნდა მიირთვათ ბროწეული და მისგან გამოწურული არომატული წვენი რეგულარულად, რათა შეიმციროთ წნევა, გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა, დაუბრუნოთ მოქნილობა სისხლძარღვებს, გაიძლიეროთ გულის კუნთი და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს გემრიელი ნაყოფი მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს მისი გამართული მუშაობისათვის აუცილებელი ყველა ვიტამინითა და მინერალით.

გაითვალისწინეთ, რომ ბროწეულის წვენს აქვს უარყოფითი გავლენა კბილის ემალზე. მისი მირთმევის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოივლოთ დიდი რაოდენობით წყალი პირის ღრუში.

უკუჩვენებითია ბროწეული იმ პაციენტებისთვის, რომელთაც კუჭის წყლულოვანი დაავადებები, გასტრიტი და მომატებული მჟავიანობა აღენიშნებათ. დიდი სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი იმ შემთხვევაშიც, თუ ყაბზობა ან ჰემორეა გაწუხებთ.

ყველა სხვა შემთხვევაში თამამად შეგიძლათ მისი მირთმევა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ ამ გემრიელ ნაყოფს იმ შემთხვევაში, თუ შუახნის ასაკს გადააბიჯეთ – ახლა თქვენს ორგანიზმს სასარგებლო ნატურალური დანამატები ყველაზე მეტად სჭირდება.