ცხოვრების თანამედროვე სტილი ჩვენს ჯანმრთელობაზე პირდაპირ მოქმედებს. დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო, არაჯანსაღი საკვები, სტრესი და მავნე ჩვევები – მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომელთაც დამანგრეველი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე.
ტოქსინებისა და მავნე ნარჩენების დაგროვება სხეულში – პრობლემა, რომელიც არაერთი სერიოზული დაავადების განვითარების მიზეზად შეიძლება იქცეს. თუ ამ მავნე ნარჩენების მოშორებაზე რეგულარულად არ ვიზრუნებთ, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები გარდაუვალია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის… სწორედ სხეულის დაბინძურება შეიძლება შეიძლება იქცეს ისეთი სერიოზული დაავადებების განვითარების საფუძვლად, როგორიცაა: დიაბეტი, გულის შეტევა, ინსულტი და კიბო.
ღვიძლი – უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ტოქსინების გაფილტვრაზე და მათ სხეულიდან გამოდევნაზე. ეს ორგანო შეუჩერებელ ტემპში ასრულებს გამწმენდ სამუშაოებს, თუმცა რეგულარულად მას ჩვენი ჩარევა და დახმარება აუცილებლად ჭირდება. ორგანიზმის ძლიერი დაბინძურებისას დროთა განმავლობაში თავს იჩენს შეფერხებები ღვიძლის მუშაობაში, რამაც სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დღევანდელ სტატიაში მსურს, მოგიყვეთ ერთი ნატურალური საშუალების შესახებ, რომლის დახმარებითაც სწრაფად და მარტივად გაიწმენდთ ღვიძლს, აღიდგენთ მის მუშაობას, მოიშორებთ სხეულიდან კილოგრამობით მავნე ნარჩენს და გაიუმჯობესებთ მხედველობას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ!
ნატურალური საშუალება ღვიძლის გასაწმენდად
ინგრედიენტები:
- 1 საშუალო ზომის ჭარხალი
- 4 ფორთოხალი
- 2 სტაფილო
რატომ ჭარხალი, ფორთოხალი და სტაფილო?
ფორთოხალი C ვიტმაინით, უჯრედისით, ქოლინითა და კალიუმით მდიდარი პროდუქტია, რომელიც გაგიძლიერებთ გულის კუნთს, გაგიწმენდთ სხეულს და თავიდან აგარიდებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.
A ვიტამინით მდიდარი სტაფილო ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით სასარგებლო მოცემული პროდუქტი სწორედ თვალებისთვისაა.
ანტიოქსიდანტებისა და სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობით გამორჩეული ჭარხალი მტვერსასრუტივით წმენდს ჩვენს სხეულს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან.
როგორ მოვამზადოთ სამკურნალო, გამწმენდი სასმელი?
- სამივე ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- თუ სასმელი ზედმეტად ბლანტი კონსისტენციისაა, განაზავეთ ის სასურველი რაოდენობით წყლით.
- დილით, გაღვიძებისთანავე მიირთვით ბოსნტეულის ახლადმომზადებული კოქტეილი, რათა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი მისგან.
- 1 კვირიანი კურსის შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ რამდენიმე დღიანი შესვენება.
გარდა ღვიძლის გაწმენდისა და მხედველობის აღდგენისა, მოცემული საშუალება მოამარაგებს თქვენს სხეულს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით და დაგიცავთ არაერთი სერიოზული დაავადებისგან.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!