ასე ვუმკურნალე ჰიპერტონიას და გავიძლიერე იმუნიტეტი ნატურალური სასმელის დახმარებით

2258

ჰიპერტონიის ამოცნობა მარტივი სულაც არ არის. მისთვის დამახასიათებელ უსიამოვნო სიმპტომებს ხშირად დაღლილობას ან გამოუძინებლობას ვაწერთ (თავის ტკივილი, სწრაფად გადაღლა, სისუსტე).

მიუხედავად ამ ჩივილებისა, ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ: დავდივართ სამსახურში, ვატარებთ დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, პერიოდულად მივირთმევთ ალკოჰოლს, ცხიმიან და მარლიან საკვებს, ერთ მშვენიერ დღეს კი, როდესაც წნევის მკვეთრი ცვლილება შეგვაწუხებს, გავაანალიზებთ, რომ ჩვენს თავს რაღაც რიგზე ვერ არის.

თუ თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, თავის ტკივილი და დისკოფმორტის განცდა მარცხენა მკერდის არეში პერიოდულად გაწუხებთ, აუცილებლად მიხედეთ თავს. ჯანმრთელობის ამ მდგომარეობას ჰიპერტონიკული კრიზი ეწოდება. მას შეიძლება მოჰყვეს მრავალი სერიოზული გართულება: დაზიანდეს გულის კუნთი, თირკმელები და თავის ტვინი, ან სულაც განვითარდეს ინსულტი და ინფარქტი.

ჰიპერტონია აუცილებლად მოითხოვს მკურნალობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი კრიზისული პერიოდები იშვიათად გაქვთ და საერთო ჯამში თავს კარგად გრძნობთ. პრობლემის იგნორირებამ და იმის იმედად დარჩენამ, რომ ყველაფერი თავისით გაივლის, გულის უკმარისობამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი ეს საშუალება, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, მოგიტანთ უდიდეს სარგებელს. გარდა იმისა, რომ გათავისუფლდებით ჰიპერტონიისგან, გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში, გაიძლიერებთ იმუნიტეტს, მოამარაგებთ ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, საიმედოდ დაიცავთ თავს წნევის მკვეთრი ცვლილებებისგან და ა.შ.

ინგრედიენტები:

  • 1 ლ მდუღარე წყალი
  • 1 მუჭა ხახვის ფურცლები (კანი)
  • 1 მუჭა ფიჭვის წიწვები
  • 100-150 მლ ბროწეულის წვენი

ინსტრუქცია:

  1. მდუღარე წყალში ჩაყარეთ ერთი მუჭა კარგად გარეცხილი ფიჭვის წიწვები და ხახვის კანი.
  2. ხარშეთ 5 წუთის განმავლობში საშუალო ცეცხლზე, შემდეგ მიეცით დრო გასაგრილებლად.
  3. გაგრილებული ნახარში გადაწურეთ სუფთა ჭურჭელში და დაუმეთეთ 100-150 მლ ბროწეულის წვენი.

მიირთვით ახლადმომზადებული სასმელი საუზმობამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 7 დღე. ყოველი დღისთვის უნდა მოამზადოთ ახალი ულუფა.

თუ ერთი კურსი საკმარისი არ აღმოჩნდება, 1 თვიანი დასვენების შემდეგ კვლავ დაიწყეთ ამ სასმელის მიღება.

რატომ არის ეს სასმელი ასეთი სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისათვის?

ფიჭვის წიწვები ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელსაც ხშირად იყენებენ რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ. გარდა ამისა, ეს პროდუქტი აწესრიგებს თირკემლებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.

ხახვის კანი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ძლიერი თვისებებით გამორჩეული პროდუქტია. ის სტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და აწესრიგებს არტერიულ წნევას.

როგორ მოგეხსენებათ, ბროწეული ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. განსაკუთრებით დიდ რეკომენდაციას ამ ხილს უწევენ იმ პაციენტებში, რომელთაც ქოლესტერინის დონის მომატება ან ჰიპერტონია აწუხებთ, რაც ბროწეულის წვენისათვის დამახასიათებელი ანტიოქსიდანტური ძლიერი თვისებებითაა განპირობებული. ის არაჩვეულებრივად ასუფთავებს არტერიებს და სტიმულირებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში.