გსურთ, თქვენი ქუსლების კანი იდეალურად გლუვი და ძალიან ნაზი იყოს? გამოსავალი მარტივია!

439

შემოგთავაზებთ მხოლოდ ორი უმარტივესი ინგრედიენტის ბაზაზე მომზადებული ნაყენის რეცეპტს. ნაყენი არბილებს და კურნავს გაუხეშებულ და დაბზარულ ქუსლებს.

პირველივე პროცედურის შემდეგ, კანი გაცილებით რბილი გაგიხდებათ, ერთი კვირის შემდეგ კი ქუსლები მთლიანად გაიწმინდება უხეში და დაბზარული კანისგან.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ასპირინი 10 აბი
  • არაყი 250 მლ (ან გულყვითელას (კალენდულა) 200 მლ ნაყენი  გაზავებული 50 მლ გაფილტრულ წყალში)

მომზადების წესი:

10 აბი ასპირინი წმინდად დაფშხვენით. ფხვნილი ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, დაასხით არაყი და კარგად შეანჯღრიეთ. ქილას დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 2 დღე.

გამოყენების წესი:

  1. პირველ რიგში, მოამზადეთ თბილი წყლისა და სოდის აბაზანა. შეგიძლიათ სოდა ჩაანაცვლოთ ზღვის მარილით. მომზადებულ აბაზანაში 10-15 წუთით ჩაყავით ფეხები. შემდეგ  მომზადებული ნაყენით გაჯერებული მარლის საფენი დაიდეთ  ქუსლებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი და ამოიცვით წინდა. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე.
  2. დილით ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაუხეშებული კანის მოსაშორებლად ქუსლები გაიხეხეთ პემზით. პროცედურის დასრულების შემდეგ წაისვით დამატენიანებელი საცხი.

პროცედურები ჩაიტარეთ სასურველი შედეგის მიღებამდე ყოველ საღამოს.

ასპირინის ბაზაზე მომზადებულ ნაყენს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ოსტეოქონდროზით გამოწვეული ტკივილის გასაყუჩებლად.

დაბზარული და გაუხეშებული ქუსლების სამკურნალოდ და კოჟრების მოსაშორებლად უებარი საშუალებაა  ასპირინის აბაზანები.

აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2-3 ლიტრამდე თბილი წყალი. დაფშხვენით 5-7 აბი ასპირინი, დაამატეთ წყალს და მოურიეთ. მომზადებულ აბაზანაში ფეხები ჩაყავით და გააჩერეთ 15-20 წუთი. აუცილებლად გაიხეხეთ ქუსლები პემზით, გადაივლეთ სუფთა წყალი, გულდასმით შეიმშრალეთ ტერფები და წაისვით დამატენიანებელი საცხი.

პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.