ჭარხალი ღვიძლის გასაწმენდად: კოქტეილი, რომელიც მტვერსასრუტივით მუშაობს

6441

ბოსტნეულის ეს კოქტეილი, რომლის მთავარ ინგრედიენტსაც ჭარხალი წარმოადგენს, ძალიან დამეხმარა! თუ მას რეგულარულად მიიღებთ, შეძლებთ ღვიძლის ბოლომდე გაწმენდას და მისი მუშაობის გაუმჯობესებას, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

როგორც მოგეხსენებათ, ეს უმნიშვნელოვანესი ორგანო მთელი დღის განმავლობაში შეუჩერებელ რეჟიმში ტოქსინების გაფილტვრისა და სხეულიდან მათი გამოდევნის ფუნქციას ითავსებს. დროთა განმავლობაში ჩვენი ღვიძლი ძალიან ბინძურდება, რის შედეგადაც თავს იჩენს სხვადასხვა სახის შეფერხებები მის მუშაობაში.

კოქტეილი, რომლის შესახებაც ახლა დეტალურად მოგიყვებით, მტვერსასრუტივით წმენდს ჩვენს ღვიძლს და სტიმულირებს მის გამართულ მუშაობას. თუ ამ სასმელს რეგულარულად მიიღებთ, თქვენი ორგანიზმი აუცილებლად მადლობას გადაგიხდით!

ჭარხლის კოქტეილი ღვიძლის გასაწმენდად

დაგჭირდებათ: 

  • 2-3 საშუალო ზომის სტაფილო
  • 3 საშუალო ზომის მწვანე ვაშლი
  • 1 მოზრდილი ჭარხლი
  • ნახევარი ლიმონი
  • ჯანჯაფილის პატარა ფესვი (დაახ. 2 სმ სიგრძის)
  • სალათის 2 ან 3 ფურცელი

ინსტრუქცია:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ ის ზედმეტად ბლანტი იქნება, განზავეთ სასურველი რაოდენობით წყლით.

1 კვირის განმავლობაში მიირთვით ეს კოქტეილი ყოველ დილას, უზმოზე. ამ დროში თქვენ საოცარ ცვლილებებს იგრძნობთ და არაერთი პრობლემისგან გათავისუფლდებით.

თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!