შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. ფხვიერი და ნაზი შოკოლადის ცომის, ხაჭოს არომატული შიგთავსის, თაფლიანი მიწის თხილისა და მოხარშული შესქელებული რძის კომბინაცია მართლაც საოცრებაა.
ფხვიერი ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 125 გრ
- ფქვილი 300 გრ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- კვერცხი 1 ცალი
- შაქარი 4 ს. კ.
- კაკაო 2 ს. კ.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 500-600 გრ
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი ნახევარ ჩაის ჭიქაზე ცოტა მეტი
- ვანილი
- არაჟანი ნახევარი ჩ. ჭ.
ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ:
- მოხარშული შესქელებული რძე
- მიწის თხილი ან ნიგოზი 50-100 გრ
- თაფლი 2-3 ს. კ.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ამზადებთ ცომს. გაცრილ ფქვილს დაამატეთ, შაქარი, კაკაო, გამაფხვიერებელი, ოთახის ტემპერატურის კარაქი და ჩანგლით აურიეთ.
- შემდეგ დაამატეთ კვერცხი და მოზილეთ ფხვიერი ცომი.
- გამოსაცხობად დაგჭირდებათ მრგვალი ფორმა. ცომი გააბრტყელეთ ფორმის ძირზე და ამოიტანეთ გვერდებზეც.
ამზადებთ ხაჭოს შიგთავსს:
- ხაჭოს დაამატეთ ვანილი და დააბლენდერეთ.
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ არაჟანი. თქვეფთ მიქსერით. შემდეგ ხაჭოსა და კვერცხის მასები გააერთიანეთ.
- მზა შიგთავსი გაანაწილეთ ცომზე.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50-55 წუთი.
- ღვეზელი გააგრილეთ.
- საცხობ ფორმაზე დაყარეთ მიწის თხილი ან ნიგოზი, 5 წუთით შედეთ ღუმელში და მოხალეთ.
- თაფლი გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე. როდესაც თაფლი გათხელდება დაამატეთ თხილი და აურიეთ.
- ხაჭოს შიგთავსზე გადაუსვით მოხარშული შესქელებული რძე და გააფორმეთ თაფლიანი თხილით. თხილს სილამაზისთვის თხელ ფენად მოაყარეთ ყავისფერი შაქარი.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!