მოამზადეთ ეს კბილის პასტა საკუთარი ხელით. ის კარიესის ძლიერი მტერია

2105

კარიესი პირის ღრუს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ანადგურებს ჩვენს კბილებს. კბილის ემალის ნგრევის პროცესს ხშირად თან ახლავს ძლიერი ტკივილები.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, პირის ღრუსთან და კბილებთან დაკავშირებული პრობლემები აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის კარგად არის ნაცნობი. კარიესმა თქვენი კბილები ძლიერად რომ არ დააზიანოს, აუცილებელია დროულად სტომატოლოგთან ვიზიტი.

როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ფინანსები ან დრო არ გვყოფნის? სწორედ ასეთი შემთხვევისთვის გთავაზობთ ძალიან ეფექტურ საშინაო კბილის პასტას, რომელიც შედგება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან. ის მოგაშორებთ კარიესს, გაანადგურებს მავნე ბაქტერიებს, დაამარცხებს უსიამოვნო სუნს, გაათეთრებს კბილებს და გაგიჯანსაღებთ მთელ პირის ღრუს.

როგორ ვუმკურნალოთ კარიესს სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 1/4 ჩ.კ. ნატურალური ქოქოსის ზეთი
  • 1/4 ჩ.კ. კურკუმის ფხვნილი
  • 2 წვეთი მიხარკის ეთერზეთი
  • 1/4 ჩ.კ. ზღვის მარილი

მომზადება:

  1. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. მზა მასა წაუსვით ზემოდან თქვენს კბილის ჯაგრისს და შეუდექით კბილების ხეხვას. პროცედურის შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუში დიდი ოდენობით წყალი.
  3. 2-3 წუთის შემდეგ გაიხეხეთ კბილები ჩვეულებრივი კბილის პასტით.
  4. სასიამოვნო ცვლილებებს პირველივე პროცედურის შემდეგ იხილავთ!

თუ ამ საშუალებას რეგულარულად გამოიყენებთ, პირობას გაძლევთ, თქვენი ღიმილი ყოველთვის შედარებლად ლამაზი იქნება.

მოგეწონათ სტატია? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!