ასპირინისა და თაფლის ნარევი მუხლების ტკივილს მარტივად გაუმკლავდება

12136

მუხლის სახსრის დაზიანება – პრობლემა, რომელიც წარმოუდგენლად დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. წარსულში მიღებული ტრავმა, ცხოვრების არაჯანსაღი სტილი, ჭარბი წონა, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა – მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებმაც მუხლის სახსრის დაზიანება და ძლიერი ტკივილები შეიძლება გამოიწვიოს.

ასაკის მატების პარალელურად ჩვენ სულ უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით ამ პრობლემას. პირადად 1 წელზე მეტი საშინელი ტკივილები მტანჯავდა და ყოველდღიურად დიდი რაოდენობით სააფთიაქო პრეპარატების მიღება მიწევდა. მათი ეფექტი მართლაც შთამბეჭდავი, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ დროებითი იყო. როდესაც აბის მოქმედება გაივლიდა, ძლიერი ტკივილები კვლავ მეწყებოდა.

მოგვიანებით ერთ მართლაც რომ ჯადოსნურ რეცეპტს სრულიად შემთხვევით წავაწყდი. აღარაფერს ვკარგავდი და ამ საშუალების საკუთარ თავზე გამოყენებას შევუდექი. რეგულარული პროცედურების შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები ძალიან მალევე თვალსაჩინო გახდა, რამაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა და ამ ნარევის აქტიურად გამოყენება განვაგრძე.

დღეს ტკივილებისგან და უსიამოვნო შეგრძნებებისგან სრულიად თავისუფალი ვარ! მინდა, დღევანდელ სტატიაში ამ ეფექტური ნარევის შესახებ გიამბოთ და საკუთარი გამოცდილებით თქვენც დაგეხმაროთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფრომაცია თქვენთვის ისეთივე სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება, როგორც ჩემთვის.

როგორ გავიჯანსაღოთ და გავიძლიეროთ მუხლები

ინგრედიენტები:

  • 10 აბი აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი)
  • 200 გრამი ნატურალური თაფლი

ინსტრუქცია:

  1. დაფქვით ასპირინის ათივე აბი.
  2. მიღებული ფხვნილი დაუმატეთ 200 გრამ ნატურალურ თაფლს და კარგად გადაურიეთ.
  3. ნარევი მოათავსეთ მინის ქილაში და დააყოვნეთ თბილ ადგილას 10 დღე-ღამის განმავლობაში.
  4. პერიოდულად კარგად მოურიეთ.

ღამით, დაძინების წინ წაისვით ეს საშუალება სქელ ფენად მუხლებზე, შემოიხვიეთ შალის თბილი ქსოვილი და ზემოდან პოლიეთილენის პარკი. პროცედურის ჩატარებისას თქვენ შეიძლება შეგაწუხოთ წვის მსუბუქმა შეგრძნებამ, რაც სავსებით ნორმალურია. მასას ვიტოვებთ სამოქმედოდ მთელი ღამით, ხოლო დილით, გაღვიძებისთანავე ვიშორებთ მას გრილი წყლით.

ჩაიტარეთ ეს პროცედურა რეგულარულად ტკივილების სრულ გაქრობამდე. პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებები დიდხანს არ დააყოვნებს.

იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობას!