მოვამზადოთ მარწყვის უგემრიელესი ჯემი სწრაფად და მარტივად. 5 არაჩვეულებრივი რეცეპტი

2008

მარწყვის სეზონი სადაცაა დადგება. მისი უმად ჭამით როცა დანაყრდებით, კონსერვების მომზადების დროც დადგება. არ გინდათ, ამჯერად რაღაც ახალი სცადოთ?

ერთი შეხედვით, ახალი და უჩვეულო არაფერია: კენკრა, შაქარი და ესეც შენი მურაბა. თუმცა, არა! თუ საკითხს ფანტაზიით მიუდგებით, შედეგი ნამდვილად სეზონის აღმოჩენა იქნება თქვენთვის.

მარწყვის მურაბის რეცეპტები

მარწყვი – საკმაოდ დელიკატური კენკრაა, ამიტომ მას შესაბამისად უნდა მოვექცეთ. გადაარჩიეთ კენკრა, მოაშორეთ უცხო სხეულები, გარეცხეთ საწურში გამდინარე წყლის ქვეშ, შემდეგ გააჩერეთ სითხის დასაწურად. მხოლოდ ამის შემდეგ მოაცილეთ კუდები. ეს საბაზისო მომზადებაა.

მარწყვის მურაბა “სიახლე”

ინგრედიენტები

  • 2 კგ მარწყვი
  • 1.5 კგ შაქარი
  • 2 ლიმონი
  • 25 ფოთოლი ახალი პიტნა
  • 25 ფოთოლი ბაზილიკი(რეჰანი)

მომზადება

  1. მომზადებული კენკრა მოათავსეთ ღრმა თასში და დაასხით შაქარი. გააჩერეთ რამდენიმე საათით, წვენის დასაყენებლად.
  2. დადგით თასი ზომიერ ცეცხლზე და, ადუღების შემდეგ, კიდევ 5 წუთით ხარშეთ. შემდეგ დაუმატეთ პიტნისა და ბაზილიკის გარეცხილი ფოთლები და კიდევ 5 წუთით ხარშეთ.
  3. მურაბას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონის რბილობი და წინასწარ დახეხილი მისი ცედრა. ამის შემდეგ, მურაბა კიდევ 15 წუთით ხარშეთ ნელ ცეცხლზე. ცეცხლის გამორთვის შემდეგ გააჩერეთ 8-10 საათით.
  4. ხარშვის მეორე ეტაპის დროა: დადგით თასი ცეცხლზე, ადუღებიდან 5 წუთით ხარშეთ და ჩაასხით გასტერილებულ ქილებში.

მურაბა “ლალისფერი”

ინგრედიენტები

  • 1 კგ მცირე ზომის მარწყვები
  • 200 გ ვარდის ფურცლები
  • 1.2 კგ შაქარი
  • 100 მლ წყალი
  • 0.5 ჩ.კ. ლიმონმჟავა

მომზადება

  1. მომზადებული კენკრა მოათავსეთ თასში და დააყარეთ აღებული შაქრის ნახევარი. გააჩერეთ მთელი ღამით.
  2. დარჩენილი შაქრისა და წყლისგან მოამზადეთ სიროფი. დაასხით იგი ვარდის გარეცხილ ფურცლებს, დაუმატეთ ლიმონმჟავა და აადუღეთ.
  3. ადუღებულ სიროფში ჩაყარეთ კენკრა და კიდევ 5 წუთით ხარშეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და აცადეთ გაგრილება.
  4. სრულად გაგრილების შემდეგ კიდევ ერთხელ აადუღეთ მურაბა და ხარშეთ 10 წუთით. ცხელ-ცხელი ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ.

მარწყვის მურაბა სანელებლებით

ინგრედიენტები

  • 2 კგ მარწყვი
  • 2 კგ შაქარი
  • 2 ვარსკვლავი ანისული
  • 1 ჩხირი დარიჩინი

მომზადება

  1. მომზადებული მარწყვი მოათავსეთ ქვაბში, დააყარეთ შაქარი, გააჩერეთ 3 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ, დადგით პოტენციური მურაბა ცეცხლზე, აადუღეთ და ხარშეთ 10 წუთით. გამორთეთ ცეცხლი და გადადგით გასაგრილებლად.
  2. როგორც კი მურაბა გაგრილდებ, დააბრუნეთ იგი ცეცხლზე და აადუღეთ. ამის შემდეგ დაუმატეთ სანელებლები და ხარშეთ 10 წუთით.
  3. ამოიღეთ სანელებლები, ცხლად ჩაასხით გასტერილებულ ქილებში.

მარწყვის მურაბა არყით

ინგრედიენტები

  • 3 კგ მარწყვი
  • 2 კგ შაქარი
  • 100 მლ არაყი
  • 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა

მომზადება

  1. მომზადებული მარწყვი მოათავსეთ ქვაბში ფენებად, თითოეულ ფენას მოასხით არაყი და მოაყარეთ შაქარი. ზედა ფენა შაქარი უნდა იყოს. გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამით.
  2. დადგით ქვაბი ცეცხლზე, აადუღეთ, დაუმატეთ ლიმონმჟავა და გამორთეთ ცეცხლი. 3 საათის შემდეგ ისევ აადუღეთ. გაიმეორეთ პროცედურა კიდევ სამჯერ, ბოლო ადუღების შემდეგ კი გააჩერეთ 10-15 წუთით.
  3. ჩაასხით გასტერილებული ქილებში და მოხუფეთ.

მარწყვის მურაბა რევანდითა და ჯანჯაფილით

ინგრედიენტები

  • 1 კგ მარწყვი
  • 1 კგ რევანდის ყუნწები
  • 50 გ ჯანჯაფილის ბოლქვი
  • 2 კგ შაქარი
  • 200 მლ წყალი

მომზადება

  1. გარეცხილი ყუნწები გათალეთ და წვრილად დაჭერით. დაუმატეთ მომზადებული კენკრა, დაასხით წყალი ღრმა ქვაბში, დადგით ცეცხლზე, აადუღეთ და ხარშეთ 10 წუთით.
  2. დაუმატეთ ჯანჯაფილის გათლილი, მთლიანი ბოლქვი, შაქრის მთელი მოცულობის მესამედი და ხარშეთ კიდევ 5 წუთი, უწყვეტად ურიეთ.
  3. მცირე ულუფებად დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და ხარშეთ 5-7 წუთი. აიღეთ ცეცხლიდან. გააჩერეთ 8-10 საათით.
  4. მეორე ეტაპი: დააბრუნეთ ქვაბი ცეცხლზე. მურაბა აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით. ისევ გააჩერეთ 10 სათით. გაგრილებული მურაბიდან ამოიღეთ ჯანჯაფილი და ჩაასხით გასტერილებულ ქილებში.

თქვენ გაქვთ მარწყვის მურაბის განსაკუთრებული რეცეპტი? გაგვიზიარეთ გამოცდილება.