როგორ მოვიშოროთ რამდენიმე კგ მავნე ნარჩენი და მოვიყვანოთ მწყობრში მთელი ორგანიზმი ზუსტად 1 კვირაში

2224

თუ კანის მდგომარეობა გაგიუარესდათ, არ გყოფნით ძალები ფიზიკური და გონებრივი დავალებების შესასრულებლად, შეგაწუხათ ჭარბმა კილოგრამებმა, ქრონიკულმა სისუსტემ და ცუდმა განწყობამ, აუცილებლად იზრუნეთ ორგანიზმის გაწმენდაზე.

იცოდით, რომ ჩვენს სხეულში კილოგრამობით მავნე ნარჩენი შეიძლება დაგროვდეს? თუ ამ ნარჩენების მოშორებაზე დროულად არ ვიზრუნებთ, თავი შეიძლება იჩინოს ჯანმრთელობის არაერთმა სერიოზულმა პრობლემამ, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტი, ჭარბწონიანობა, გაცხიმოვნება, შინაგანი სისტემებისა და ორგანოების მუშაობის დაქვეითება, კანის, თმის მდგომარეობის გაუარესება და ა.შ.

ორგანიზმის ძირფესვიანად გასაწმენდად, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება კვებას. თუ დღევანდელ სტატიაში მოცემულ ამ რეკომენდაციებს დაიცავთ, პირობას გაძლევთ, მინიმალურ ვადაში მოიშორებთ არა მხოლოდ მავნე ნარჩენებს, არამედ ჭარბ კილოგრამებსა და ცხიმოვან ფენებსაც კი. სხეულიდან და ნაწლავებიდან ტოქსინებისა და წიდების მოშორების ხარჯზე, საგრძნობლად გაიუმჯობესებთ გარეგნობას და თქვენს ემოციურ მდგომარეობას (აღარ შეგაწუხებთ ხასიათის მკვეთრი ცვლილებები, სტრესი და დეპრესია).

როგორ მოვიშოროთ კილოგრამობით ტოქსინი სხეულიდან?

საუკეთესო საშუალება ტოქსინებისა და წიდების მოსაშორებლად მწვანე კოქტეილებია, რომლებიც ამარაგებს ჩვენს სხეულს მისი გამართული მუშაობისათვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით. დაიწყეთ დილა ნატურალური სასმელით, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, რათა დატვირთოთ ორგანიზმი მთელი დღისათვის აუცილებელი ენერგიით და მოიშოროთ კილოგრამობით მავნე ნარჩენი.

ინგრედიენტები:

  • კიტრი – 1 ცალი
  • ვაშლი – 1 ცალი
  • ისპანახი – 2-3 ფოთოლი
  • ნახევარი ავოკადო

ინსტრუქცია:

ყველა პროდუქტი კარგად გარეცხეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად და ჩაყარეთ ბლენდერში. დაუმატეთ იმ რაოდენობით წყალი, რომ ამ ინგრედიენტების შერევით მიიღოთ საშუალო სისქის, ოდნავ ბლანტი კონსიტენციის კოქტეილი. მიირთვით ეს სასმელი ყოველ დილას, საუზმის ნაცვლად.

გარდა დღის ამ სასმელით დაწყებისა, ორგანიზმის გასაწმენდად აუცილებლად უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სუფთა სასმელი წყალი (დაახ. 2.5 ლიტრი დღეში). მიირთვით რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული და კენკრა, რათა დააჩქაროთ სხეულიდან ტოქსინებისა და წიდების მოშორების პროცესი.

თუ ორგანიზმიდან მავნე ნარჩენების გამოდევნა გსურთ, ამ რეკომენდაციების დაცვის პარალელურად აუცილებლად უნდა გამორიცხოთ კვების რაციონიდან ტკბილი და მარილიანი საკვები, ზედმეტად ცხიმიანი კერძები, ალკოჰოლი და თეთრი ფქვილის ნაწარმი.

ერთადერთი სასმელი, რომელიც უნდა მიირთვათ, წყალია. შეიკავეთ თავი გაზირებული უალკოჰოლო სასმელების მირთმევისგან, რომელთაც დამანგრეველი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე.

თუ 1 კვირის განმავლობაში დაიწყებთ ყოველ დილას მწვანე კოქტეილით, მიიღებთ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყალს, მოერიდებით მავნე პროდუქტებს და გაინებივრებთ თავს მხოლოდ ხილით, ბოსტნეულითა და კენკრით, შეძლებთ სხეულიდან რამდენიმე კილოგრამი მავნე ნარჩენის მოშორებას, რაც სასარგებლოდ აისახება არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობაზე, არამედ გარეგნობაზეც კი.

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს ინფორმაცია და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!