ჩვენი პლანეტის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისგან იტანჯება, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია.
მომცრო ზომის ეს ჯირკვალი პასუხისმგებელია ორგანიზმში მიმდინარე არაერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესის სწორად წარმართვაზე, მათ შორის: მეტაბოლიზმზე, საჭმლის მონელებაზე, ჰორმონალურ ბალანსზე და ა.შ.
ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტიკა შესაძლებელია მხოლოდ რეგულარულად სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებით, რადგან არ არსებობს ამ ორგანოს დისფუნქციისათვის დამახასიათებელი ისეთი ნიშანი ან სიმპტომი, რომელიც პრობლემის გამოვლინებაში დაგვეხმარება.
იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები, გირჩევთ, რეგულარულად მიიღოთ ნატურალური ნაზავი, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ.
ყველაზე ხშირად ამ ჯირკვლის დისფუნქციას საფუძვლად ორგანიზმში იოდის დეფიციტი უდევს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ არსებობს ფარისებრჯი ჯირკვლის დისფუნქციის ორი ტიპი: ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი.
თუ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია სწორედ იოდის დეფიციტითაა განპირობებული, ჩვენი დღევანდელი რეცეპტი აუცილებლად დაგეხმარებათ. ეს ის საშუალებაა, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ჯერ კიდევ ჩვენი შორეული წინაპრები.
როგორ მოვიწესრიგოთ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა
დაგჭირდებათ:
- 40 ცალი მწვანე კაკალი
- 1 კგ ნატურალური თაფლი
- მინის ქილა
ინსტრუქცია:
- ჩვენი დღევანდელი რეცეპტისათვის უნდა შეაგროვოთ ჯერ კიდევ მოუმწიფებელი მწვანე კაკალი (მაისისა და ივნისის თვეში).
- პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ თითოეული ნაყოფი, შემდეგ დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად და ჩაყარეთ მინის ქილაში.
- დაასხით 1 კილოგრამი ნატურალური თაფლი.
- დააყოვნეთ ეს ნარევი ბნელ ადგილას 40 დღე-ღამის განმავლობაში (ჭურჭელს არ დააფაროთ თავსახური).
- დაყოვნებული მასა გადაწურეთ ახალ, სუფთა ჭურჭელში.
მიღების წესი:
მიირთვით მზა საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დილას, უზმოზე და 1 სუფრის კოვზის ოდენობით საღამოს, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – სამკურნალო ნაზავის ამოწურვამდე. ფარისებრი ჯირკვლის გამაჯანსაღებელი ამ კურსის ჩატარება რეკომენდებულია მხოლოდ წელიწადში ერთხელ.