რა სარგებლობა მოაქვს საჭმელ სოდას და როგორ გამოვიყენოთ ის

1349

ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად დიდია საჭელი სოდის გამოყენების სპექტრი. გარდა კულინარიისა, ამ იაფ და ხელმისაწვდომ პროდუქტს ვიყენებთ საყოფაცხოვრებო პრობლემებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად.

დღევანდელ სტატიაში დეტალურად გიამბობთ ამ უნივერსალური პროდუქტის გამოყენების რამდენიმე ალტერნატიული გზის შესახებ. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

1. თეთრი კბილები და ჯანსაღი ღრძილები

საჭმელი სოდა არაჩვეულებრივად აშორებს ნადებს ემალიდან და უბრუნებს კბილებს სითეთრეს. გარდა ამისა, მისი გამოყენება შეგვიძლია ღრძილების მომატებული მგრძნობელობის სამკურნალოდ.

მოამზადეთ პასტისებრი მასა საჭმელი სოდისა და რამდენიმე წვეთი წყალის შერევით, დაიტანეთ ის ჯაგრისზე და კარგად გაიხეხეთ კბილები. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ სასიამოვნო შედეგს იხილავთ.

არ გამოიყენოთ საჭმელი სოდა კბილებისათვის ზედმეტი სიხშირით, რადგან მას ემალის დაზიანება შეუძლია.

2. მწერების ნაკბენი და დამწვრობა

წყალისა და საჭმელი სოდის ნარევი ძალიან სასარგებლოა დამწვრობისა და მწერების ნაკბენის დროს, რადგან ის სწრაფად ხსნის გაღიზიანებას. მოამზადეთ პასტისებრი მასა და წაისვით ის კანის დაზიანებულ მონაკვეთზე, რათა საოცარი შვება მყისიერად იგრძნოთ.

3. უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან და წყლულები

რეგულარულად გამოივლეთ პირის ღრუში სოდიანი წყალი, რათა დაამარცხოთ უსიამოვნო სუნი და მოირჩინოთ წყლულები. არაჩვეულებრივია მოცემული საშუალება ყელის გაღიზიანების სამკურნალოდაც. ჩაიტარეთ პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე, რათა მინიმალურ ვადაში გათავისუფლდეთ ჩამოთვლილი პრობლემებისაგან.

4. ფრჩხილის სოკო

აავსეთ ტაშტი თბილი წყალით, დაამატეთ მასში რამდენიმე ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და მოათავსეთ ფეხები რამდენიმე წუთით. ეს მეთოდი საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას ფრჩხილის სოკოს დროს და დააჩქარებს მკურნალობის პროცესს. კარგი იქნება, თუ სოდისაგან მომზადებულ პასიტებრ მასას უშუალოდ დაინფიცირებულ ფრჩხილებზეც შეიზელთ.

5. სხეულის აბაზანა

თუ კუნთების ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება გაწუხებთ, თბილი აბაზანები სოდის დამატებით სწორედ ის არის, რაც ძალიან გჭირდებათ. გარდა ამისა, ასეთი აბაზანები დაგიტენიანებთ კანს და გაწმენდს სხეულს.

როგორც ხედავთ, საჭმელი სოდა მართლაც უნივერსალური პროდუქტია. ჩაინიშნეთ ეს ინფორმაცია და გამოყენეთ სოდა სწორი ინსტრუქციით საჭიროების შემთხვევაში. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!