უკვე 4 წელია, რაც სახეს ზეთით ვიბან. უფრო ადრე რომ დამეწყო, კანი საერთოდ არ დაბერდებოდა

1549

ანის წმენდა მნიშვნელოვანია ნაწილია კანის მოვლის მთელი კომპლექსისა. თუ ეს ეტაპი უხარისხო იქნება, არც დატენიანება და არც ტონიზაცია შედეგს არ გამოიღებს. აზიელები უკვე დიდი ხანია, რაც ჰიდროფილურ ზეთს იყენებენ კანის დასაბანად: სწორედ ეს ზეთი აშორებს მაკიაჟს მთლიანად და წმენდს ფორებს სიბინძურისგან. ამიტომაც აქვთ აზიელებს ასეთი ლამაზი კანი. თუმცა, მსგავსი ზეთის მომზადება თქვენ თვითონაც შეგიძლიათ.

დღეს ჩვენ მოგიყვებით, რატომაა სასარგებლო სახის ზეთით დაბანა და როგორ მოვამზადოთ სახის გამწმენდი საშუალება საშინაო პირობებში. ახლავე უნდა აღინიშნოს, რომ იგი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, მათ შორის, ცხიმიანს. დიახ, ზეთი ხსნის კანის ცხიმს.

დასაბანი ზეთის სასარგებლო თვისებები

1. ფექტურად აშორებს მაკიაჟს

პრაქტიკულად ყველა მყარი კოსმეტიკური საშუალება იხსნება ცხიმში. მაშინაც კი, თუ მაკიაჟის ნაწილაკები სახეზე დარჩება, მას მარტივად მოიშორებთ ზეთითა და ბამბის ტამპონით. სხვათაშორის, BB-კრემი მთლიანად ცილდება ზეთით.

2. აუმჯობესებს კანის ფერს

სახის ტონი თანაბრდება და ლამაზდება. ეს იმიტომ, რომ ეფექტურად იწმინდება ფორები – კანიდან იდევნება ტოქსინები. ერთ-ერთ ბიუჯეტურ, არაკომედოგენურ ზეთად ითვლება აბუსალათინის.

3. კანი არ იწელება და არ იქერცლება

ხშირად, არსებობს გაწელვის შეგრძნება საპნით, ქაფით ან გელით დაბანის შემდეგ. ეს იმიტომ, რომ ამ საშუალებების უმეტესობა რეცხავს კანის ბუნებრივ ცხიმს. შედეგად, ცხიმიანი კანი ხდება უფრო ცხიმიანი, ხოლო მშრალი – უფრო მშრალი. ზეთის გამოყენებით ასეთი პრობლემები დაგავიწყდებათ.

4. კანის გაახალგაზრდავება

ზეთში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტია, რომელიც უმკლავდება კანზე უარყოფითად მოქმედ თავისუფალ რადიკალებს. მაგალითად, A და E ვიტამინები. ასევე, დაბანის პროცესში თქვენ იზელთ სახეს, რაც კანის წამოწევას უწყობს ხელს.

5. კანი გამოკვებილი და დატენიანებულია

ვიტამინები, სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები, რომლებსაც ზეთი შეიცავს, მშვიდად აღწევს კანის ყველაზე ღრმა ფენებში. ამასთან, თქვენი კანი გაწმენდილია, რაც ჟანგბადის უკეთ შეღწევას უწყობს ხელს.

დასაბანი ზეთის მომზადება

შეურიეთ აბუსალათინის ზეთი უფრო მსუბუქ ზეთს(ნუშის, ავოკადოს). გაითვალისწინეთ, რომ აბუსალათინის ზეთი მთლიანი მასის 10-30%-ს უნდა შეადგენდეს. შემდეგ, სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ.

დაისხით ცოტაოდენი ზეთი ხელისგულზე, რათა გათბეს ხელის ტემპერატურამდე. წაისვით სახეზე წრიული მოძრაობებით. გააჩერეთ 2-3 წუთით და კარგად ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი წყლით. შემდეგ გაიწმინდეთ სახე ტონიკით და წაისვით რეგულარული კრემი.

სახის ღრმა წმენდისთვის არ ჩამოიბანოთ ზეთი, აიღეთ უხეში პირსახოცი, ჩაალბეთ ცხელ წყალში, გაწურეთ და მიიდეთ სახეზე. გაიჩერეთ ცოტახნით, რათა კანი გახურდეს და ფორები გაფართოვდეს. შემდეგ გაიწმინდეთ სახე ხელსახოცით. ისევ დაალბეთ პირსახოცი, დაიდეთ სახეზე. გაიმეორეთ კიდევ 1-2-ჯერ. თქვენი სახე ძალიან სუფთა იქნება. გაიწმინდეთ სახე ტონიკით და წაისვით კრემი. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 1-2-ჯერ.