დეკოლტის ზონაზე გაჩენილ ნაოჭებსა და ფენებს ეს საშინაო საშუალებები სწრაფად გაუმკლავდება

12531

ჩვენს რეალურ ასაკს არა მხოლოდ სახის კანი, არამედ კისრისა და დეკოლტის ზონაზე გაჩენილი ნაოჭები გასცემს. მაშინ, როდესაც სახის კანის მოსავლელად არაერთ სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ, დეკოლტის ზონა ხშირად არც კი გვახსენდება, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.

თუ კანი სხეულის ამ მონაკვეთზე კარგავს სიმტკიცესა და ელასტიკურობას, უხეშდება, ჩნდება ნაოჭები და ლაქები, აუცილებლად გამოიყენეთ ჩვენს დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი საშუალებებიდან ერთ-ერთი.

ყველა ეს მეთოდი იძლევა მართლაც რომ არაჩვეულებრივ შედეგს, თანაც მინიმალურ ვადაში. შეუდექით რეგულარულ პროცედურებს დღეიდანვე, რათა შეინარჩუნოთ სილამაზე, სიმხნევე და ახალგაზრდობა ხანგრძლივი დროით.

როგორ ვიზრუნოთ დეკოლტისა და კისრის ზონაზე სახლის პირობებში

რეცეპტი №1

მართალია, ცოტათი უცნაურად ჟღერს, თუმცა დეკოლტის ზონაზე კანისთვის სიმტკიცისა და ელასტიურობის დაბრუნებაში უბრალო საფუვრიანი ცომი გვემხარება. კარგად გააბრტყელეთ ის, დაიფინეთ დეკოლტის ზონაზე, შემოიხვიეთ კისერზე და გაიჩერეთ 30 წუთით. თუ 1 თვის განმავლობაში დღეგამოშვებით ამ პროცედურას ჩაიტარებთ, პირობას გაძლევთ, შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

რეცეპტი №2

აიღეთ კარტოფილის პიურე, დაუმატეთ მას 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მზა მასა კარგად წაისვით კისერზე და დეკოლტის ზონაზე, ზემოდან შემოიხვიეთ სტრეჩი (საკვების პლიონკა) ან თბილი ქსოვილი და დაიტოვეთ 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ნარევი თბილი წყლით. უკვე რამდენიმე პროცედურაში კისერზე და დეკოლტის ზონაზე გაჩენილი ფენები და ნაოჭები აუიცლებლად გაქრება!

რეცეპტი №3

1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი სამედიცინო სპირტი და 1 ჩაის კოვზი მარილი. წინასწარ კარგად გამწნდილ კანზე წაისვით ეს მასა ბამბის დისკის გამოყენებით. როდესაც ნარევი ბოლომდე შეგახმებათ, ზემოდან წაისვით დამატენიანებელი კრემი (ჩამობანვა არ არის საჭირო). კვირაში 3 პროცეუდრა სავსებით საკმარისი იქნება, რათა 1 თვეში თქვენი კისერი და დეკოლტის ზონა ნაოჭებისგან თავისუფალი გახდეს.

როგორც უკვე გითხარით, ყველა ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია და სასურველ შედეგს მინიმალურ ვადაში იძლევა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვისაც!