ადამიანის ორგანიზმი გენეტიკურად დაინფიცირებულია და წარმოდგენს რთულ სისტემას, ერთგვარ სამყაროს, რომელშიც ბინადრობენ არა მხოლოდ სასარგებლო მიკროორგანიზმები, არამედ პარაზიტები და სხვა პათოგენები.
ჩვენს სხეულს პირდაპირი კავშირი აქვს გარემომცველ სამყაროსთან, რომელიც დღითიდღე სულ უფრო და უფრო ბინძურდება და წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დაბინძურებული გარემოდან, არაჯანსაღი საკვებიდან და დაბინძურებული სასმელი წყლისგან ჩვენს სხეულში სხვადასხვა მავნე მიკროორგანიზმები ხვდებიან. პარაზიტები, ჭიები და სხვა მსგავსი მიკოორგანიზმები, რომლებიც გვპარავენ მკვებავ ნივთიერებებს და ჩვენს ხარჯზე ცხოვრობენ, გვიქმნიან ძალიან დიდ საფრთხეს. თუ პრობლემას დროულად არ მივხედავთ და პარაზიტების მოსაშორებლად რეგულარულად სხვადასხვა ზომებს არ მვიღებთ, შეიძლება განვითარდეს არაერთი სერიოზული დაავადება.
პარაზიტებით ინვაზიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ნებისმიერი ქრონიკული დაავადება;
- მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა;
- დეპრესია, სისუსტე, ქრონიკული დაღლილობა;
- კუნთებისა და სახრების ტკივილი;
- წონის მკვეთრი ცვლილებები;
- იმუნიტეტის დარღვევა, ხშირი გაციებითი დაავადებები;
- ალერგიული რეაქციები, კანის მომატებული მგრძნობელობა;
- ანემია;
- წნევის ცვლილებები;
- გამონაყარი, დერმატიტი, დერმატოზი, ძლიერი პიგმენტაცია;
- უძლობა, კბილების კრაჭუნი ძილში;
- ფრჩხილების დასუსტება, მეჭეჭების გაჩენა;
- შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები;
- ბრონქაული ასთმა.
მიხაკი, აბზინდა და ასფურცელა – სასიკვდილო დარყმა პარაზიტებზე
სამივე მცენარე პარაზიტების სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთმანეთთან კომბინაციაში. თუ ამ სამი ბალახის ნარევს რეგულარულად მივიღებთ, შევძლებთ სასიკვდილო დარტყმის მიყენებას პარაზიტებზე, ჭიებზე და მათ კვერცხებზე.
ინგრედიენტები:
- 3 გრამი ასფურცელა
- 1,5 გრამი მიხაკი
- 1 გრამი აბზინდა
ინსტრუქცია:
დაფქულ მიხაკს, აბზინდასა და ასფურცელას გამომშრალ ყვავილებს უბრალოდ ვურევთ ერთმანეთში.
მიღების წესი:
- პირველ დღეს ვიღებთ ამ ნარევს ერთხელ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- მეორე დღეს საუზმობამდე და სადილობამდე 30 წუთით ადრე.
- მესამე და მეშვიდე დღის ჩათვლით ამ ნარევს ვიღებთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია ერთ მიღებაზე. ეს ნარევი პირდაპირ უნდა მიირთვათ და დააყოლოთ დიდი რაოდენობით წყალი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ საშუალების მიღება არ შეიძლება მენსტრუაციის წინ. ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, თუ ჰიპერტონიკი ხართ, რადგან მიხაკს აქვს წნევის ამაღლების უნარი. მოცემული საშუალება უკუჩვენებითია ორსულობისა და ბავშვის მკერდით გამოკვების დროს.
თუ ამ ნარევს 7 დღის განმავლობაში სწორი ინსტრუქციით მიიღებთ, პარაზიტებისგან კვალიც კი არ დარჩება!
არ დაგაივწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას!