აღარასდროს იჩქაროთ ფორთოხლის კანის სანაგვე ურნაში მოსროლა, ის უნივერსალური პროდუქტია

9211

როდესაც ფორთოხალს მივირთმევთ, როგორც წესი, ამ არომატული ნაყოფის კანს სანაგვე ურნაში ვიშორებთ. იცოდით, რომ ამ ციტრუსის ცედრა უშუალოდ ნაყოფზე არანაკლებ სასარგებლოა?

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ არ უნდა იჩქაროთ ფორთოხლის ქერქის გადაყრა. დიდ იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

რაში გამოვიყენოთ ფორთოხლის ცედრა? 

1. ნატურალური საშუალება ხველის საწინააღმდეგოდ

ფორთოხლის კანი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის არა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას, არამედ გვიწყობს ხელს რესპირატორული დაავადებების დამარცხებაში.

ინგრედიენტები:

  • ერთი ფორთოხლის ცედრა
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ.ჭ. (250 მლ) წყალი

ინსტრუქცია:

  1. ერთ ჩაის ჭიქა წყალში ჩაყარეთ ერთი ფორთოხლის დაქუცმაცებული კანი და დადგით ცეცხლზე.
  2. როდესაცმასა დუღილს დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან და მიეცით 10 წუთი გასაგრილებლად.
  3. გაგრილებული ნახარში გადაწურეთ სუფთა ჭურჭელში, დაუმატეთ თაფლი და მოურიეთ.
  4. მიირთვით ეს სასმელი დღეში 2-ჯერ სრულ განკურნებამდე.
  5. ყოველ ჯერზე უნდა მოამზადოთ ახალი ულუფა.

2. უნივერსალური გამწმენდი

ნატურალური ეთერზეთები, რომელთაც დიდი რაოდენობით შეიცავს ფორთოხლის ცედრა, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული ძლიერი თვისებებით გამოირჩევა.

თუ მას თეთრ ძმართან გავაერთიანებთ, მივიღებთ უნივერსალურ მადეზინფიცირებელ საშუალებას.

ინგრედიენტები:

  • 2 ფორთოხლის ცედრა
  • 1 ჩაის ჭიქა (250 მლ) თეთრი ძმარი

ინსტრუქცია:

  1. დააქუცმაცეთ ორი ფორთოხლის ცედრა და ჩაყარეთ მინის ქილაში.
  2. დაასხით თეთრი ძმარი და დააყოვნეთ ნარევი 10 დღე-ღამის განმავლობაში.
  3. დაყოვნებული მასა გადაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით.
  4. მიღებული სითხე მოათავსეთ სპრეი-ბოთლში.
  5. გამოიყენეთ ეს საშუალება ნებისმიერი ნივთისა და ზედაპირის დეზინფიცირებისთვის.

3. შავი წერტილების მოსაშორებელი ნიღაბი

ფორთოხლის ცედრის დახმარებით მარტივად არის შესაძლებელი კანის ზედა საფარიდან ზედმეტი ცხიმის მოშორება, რის ხარჯზეც თავიდან აირიდებთ შავი წერტილებისა და გამონაყარის გაჩენას.

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი გახეხილი ფორთოხლის ცედრა
  • 1 კვერცხის ცილა

ინსტრუქცია:

  1. გახეხეთ ფორთოხლის ცედრა და დაუმატეთ ის 1 კვერცხის ცილას. მსუბუქად ათქვიფეთ.
  2. საღამოს საათებში, კოსმეტიკის ნარჩენების მოშორების შემდეგ წაისვით ეს ნიღაბი სახის კანზე და გაიჩერეთ 30 წუთით.
  3. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  4. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 3-ჯერ.

4. საშუალება კუჭის მოუნელებლობის დროს

ფორთოხლის ცედრა საკვები უჯრედისის საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყაროა, რომელიც აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის.

ინგრედიენტები:

  • ერთი ფორთოხლის ცედრა
  • 1 ჩაის ჭიქა (250 მლ) წყალი

ინსტრუქცია:

  1. დააქუცმაცეთ ფორთოხლის ცედრა, დაასხით წყალი დადადგით ცეცხლზე.
  2. მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ კი გამორთეთ ცეცხლი და მიეცით მასას დრო გასაგრილებლად (10-15 წუთი).
  3. მიირთვით ეს საშუალება, თუ კუჭის მოუნელებლობა შეგაწუხებთ.
  4. სასურველ შედეგს მყისიერად იგრძნობთ!

5. დეოდორანტი ფეხსაცმელებისათვის საკუთარი ხელით

როგორც უკვე ვახსენეთ, ფორთოხლის ცედრა ეთერზეთებითაა მდიდარი, რაც მის სასიამოვნო არომატსა და სურნელს განაპირობებს.

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. გახეხილი ფორთოხლის ცედრა
  • 3 ს.კ. საჭმელი სოდა

ინსტრუქცია:

  1. გახეხეთ ფორთოხლის ცედრა და დაუმატეთ მას საჭმელი სოდა.
  2. მიღებული ნარევი ჩაყარეთ თქვენს ფეხსაცმელში და დატოვეთ 10-12 საათით.
  3. გაიმეორეთ პროცედურა 2 კვირაში ერთხელ, რათა უსიამოვნო სუნის პრობლემამ აღარასდროს შეგაწუხოთ.

როგორც ხედავთ, ფორთოხლის კანი მართლაც რომ უნივერსალური პროდუქტია, რომლის სანაგვე ურნაში მოშორება ნამდვილად არ ღირს.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!