გასწავლით, როგორ გაიწმინდოთ ბოლომდე სისხლძარღვები ქოლესტერინის ფენებისაგან

18451

დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ უებარი საშუალების შესახებ, რომელიც შეგიმცირებთ სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, დაუბრუნებს სისხლძარღვებს მოქნილობას და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში, რაც, რა თქმა უნდა, სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

საექიმო პრაქტიკაში არაერთხელ მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც რამდენიმე პაციენტს ჩემთვის ერთი და იგივე ჩივილებით მოუმართავს. ყველაზე ხშირად ეს ადამიანები თავის ხშირ ტკივილს, წნევის მკვეთრ ცვლილებებსა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივოდნენ. სისხლის საერთო ანალიზებზე დაყრდნობით, ამ ადამიანებს ქოლესტერინის დონის მოჭარბების პრობლემა აერთიანებდათ.

რა თქმა უნდა, მდგომარეობის დასასტაბილურებლად მათ სხვადასხვა პრეპარატების მიღებასა და სპეციალური ვარჯიშების შესრულებას ვავალებდი. კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც ჩემთან კონსულტაციაზე მოსულმა ხნიერმა ქალბატონმა, რომელსაც მედიკამენტოზური მკურნალობის კურსი დავუნიშნე, ძალიან შეწუხებული ხმით დამირეკა და მითხრა, რომ მისი ხელფასიდან და მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ პრეპარატების შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ამ ფაქტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და მას ერთი საშინაო საშუალების შესახებ ვუამბე, რომელიც სააფთიაქო აბებსა და პრეპარატებს ეფექტურობით ნამდვილად არ ჩამოივარდება, თანაც მისთვის საშინელი უკუჩვენებები არ არის დამახასიათებელი. დღეს მსურს, ამ რეცეპტის შესახებ თქვენც გიამბოთ!

აიღეთ რამდენიმე კბილი ნიორი და ძალიან წვრილად დაჭერით ის. დაუმატეთ ნიორს ანალოგიური რაოდენობით დაქუცმაცებული ნიგოზი (გაზომეთ თვალით) და დაასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარგად გადაურიეთ. მიღებული ნარევი გადაუსვით მთელი მარცვლეულის პურზე და მიირთვით ყოველ დილას ფინჯან მწვანე ჩაისთან ერთად. კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე.

პირობას გაძლევთ, ამ მდროში არა მხოლოდ გაიწმენდთ სისხლძარღვებს და შეიმცირებთ ქოლესტერინის დონეს, არამედ გაიუმჯობესებთ მეხსიერებას და იგრძნობთ ძალების მოზღვავებას.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!