ოთხკომპონენტიანი საშინაო საშუალება, რომელიც ძალიან დამეხმარა შაქრის დონის შემცირებაში

196

გთავაზობთ გოგრის თესლის ბაზაზე მომზადებული სამკურნალო სასმლის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას.

სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გოგრის თესლი 150 გრ
  • წყალი 4 ჭიქა
  • დარიჩინი ნახევარი ჩ. კ.
  • ფინიკი 4-5 ცალი

მომზადების წესი:

პირველ რიგში, ამზადებთ გოგრის რძეს. გოგრის გარჩეულ თესლს დაასხით წყალი და გააჩერეთ 7-8 საათი. შემდეგ წყალი გადაღვარეთ. გოგრის თესლს დაასხით 4 ჭიქა წყალი და დააბლენდერეთ. მიღებული მასა გადაწურეთ მარლის საშუალებით, დაამატეთ დარიჩინი, დაჭრილი ფინიკი და კვლავ დააბლენდერეთ.

გოგრის რძე გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.

მიღების წესი:

უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, დალიეთ 100 გრ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 4 დღე. შემდეგ 4 დღე შეისვენეთ და კვლავ ჩაიტარეთ ოთხდღიანი კურსი და ასე გააგრძელეთ.

გარდა იმისა, რომ გოგრის რძე არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, წმენდს ორგანიზმს პარაზიტებისგან.

პარაზიტების საწინააღმდეგოდ გოგრის რძის ოთხდღიანი კურსი დასაშვებია ბავშვებისთვისაც.

გისურვებთ ჯანმრთელობას!