მეცნიერებმა დაასახელეს ჩვენი საყვარელი პროდუქტი, რომელიც ყველაზე ძლიერი კანცეროგენია

1121

იცოდით, რომ თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტი არაერთ მავნე ნივთიერებას შიცავს?! სტატისტიკურად, მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყოველ ზაფხულზე დაახლოებით 7 მილიარდ სოსისს მივირთმევთ საკვების სახით. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რამდენად დიდი საფრთხის მატარებელია ეს პროდუქცია ჩვენი ჯნამრთელობისთვის.

ტრადიციული სოსისები მზადდება ქათმის, საქონლისა და ღორის ხორცისგან. გარდა იმისა, რომ ხორცი ყოველთვის საუკეთესო ნამდვილად არ არის, მასთან ერთად ტარდება შინაური ცხოველის ფეხები, კანი და ნაკლებად მადის აღმძვრელი სხვა ნაწილები – არ არსებობს ისეთი სირთულე, რომელსაც მასიური ხორცსაკეპი თავს ვერ გაართმევს! არც ისე სასიამოვნოდ ჟღერს, არა? გარდა ამისა, პროდუქციისთვის სასიამოვნო, საჭირო გემოსა და არომატის მისანიჭებლად, მწარმოებელი კომპანიები არაერთ ქიმიურ დანამატს იყენებენ, რაც წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

სოსისებთან და ძეხვეულთან ერთად თქვენ იღებთ არაერთ მავნე ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის ნატრიუმის გლუტამატს, რომელთა შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. რაც შეეხება სოსისების ლამაზ შეფერილობას, ეს მხოლოდ ქიმიური საღებავების დამსახურებაა, რომლებიც პატარა ხოჭეობის კალცინირებულ სოდაში ან ამიაკში დამუშავებით მიიღება.

ეს მხოლოდ ის საშიში დანამატებია, რომელთა შესახებ ინფორმაციის წაკითხვა პროდუქტის შეფუთვაზეა შესაძლებელი. დარწმუნებული იყავით, არსებობს კიდევ არაერთი მავნე ნივთიერება, რომელთა შესახებ მწარმოებლები საერთოდ არ საუბრობენ!

არაერთი სამეცნიერო კვლევით დამტკიცებულია, რომ რეგულარულად ძეხვეულის მირთმევის ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი მთელი 67%-ით იზრდება. ნამდვილად საგანგაშო მაჩვენებელია, არა?

გარდა მრავალი დანამატისა, სოსისებში ძალიან სახიფათო ნიტრატებისა და ნიტრიტების აღმოჩენაა შესაძლებელი. ეს სწორედ ის ნივთიერებებია, რომლებიც კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმელებისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას პროვოცირებს.

ბარტსის კიბოს ინსტიტუტის მიერ ჩატარებლი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, დღეში მხოლოდ ერთი სოსისის მირთმევაა საკმარისი, რათა სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი 21%-ით გაიზარდოს.

რამდენად ხშირად მიირთმევთ ძეხვეულს? იცოდით, თუ რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ამ პროდუქციას ჩვენი ორგანიზმისა და ჯანმრთელობისთვის? ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ ინფორმაციის დაგეხმარებით… თუ სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!