მალამო ხელების კანისათვის ბებიის რეცეპტით, რომელიც გაგათავისუფლებთ ნაოჭებისგან, ლაქებისა და ბზარებისაგან

2126

დაბერების პირველი ნიშნები სწორედ ჩვენს ხელებზე იჩენს თავს. კანი სხეულის ამ მიდამოში განუწყვეტლივ რეჟიმში განიცდის გარემოს მავნე ფაქტორების ზეგავლენას, რის შედეგადაც გვიჩნდება ნაოჭები, ბზარები და პიგმენტური ლაქები.

თუ ყველა ამ პრობლემისაგან გათავისუფლება გსურთ, აუცილებლად ცადეთ მალამო, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ. მისი დახმარებით თქვენ მინიმალურ ვადაში გაიახალგაზრდავებთ კანს, მოიშორებთ ნაოჭებსა და პიგმენტურ ლაქებს.

მალამო ხელების კანისათვის

ინგრედიენტბეი:

  • 1 კვერცხის გული
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი მცენარეული ზეთი

ინსტრუქცია:

  1. მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა სამივე ინგრედიენტისგან. მიღებული მალამო მოათავსეთ თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
  2. აქტიურად დაიმუშავეთ ხელები ამ მალამოთი, რათა მინიმალურ ვადაში მოიშოროთ ნაოჭები, ლაქები, გარქოვანებული კანი და ბზარები.
  3. მალამოს გამოყენებამდე რეკომენდებულია ხელებისათვის შემდეგი აბაზანის მომზადება: 1 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი მარილი და მოათავსეთ მასში ხელები 10 წუთით.
  4. წაისვით მალამო მხოლოდ ამ აბაზანის მიღების შემდეგ, კარგად დატენიანებულ კანზე.

უკვე რამდენიმე პროცედურაში შენიშნავთ, თუ როგორ მცირდება ნაოჭები და ლაქები თქვენი ხელების კანზე.