ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველთვის მხოლოდ არასწორი კვების შედეგი არ არის. გარდა საკვების სწორად შერჩევისა, აუცილებლად უნდა მოვიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა, რაშიც ჩვენი დღევანდელი რეცეპტი დაგეხმარებათ.
საკმაოდ მნიშვნელოვანია ნაწლავების გაწმენდაზე ზრუნვაც, რადგან სხეულის ამ ნაწილში კილოგრამობით მავნე ნარჩენი შეიძლება დაგროვდეს, ყოველივე ამას კი უარყოფითი გავლენა აქვსნივთიერებათა ცვლის პროცესებზე.
თუ ყოველ დილას ჯანსაღი საუზმეთი დაიწყებთ, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, არა მხოლოდ მოიწესრიგებთ კუჭისა და ნაწლავების მუშაობას, არამედ დააჩქარებთ მეტაბოლიზმს, ცხიმების წვის პროცესს და შეძლებთ სინაყრის განცდის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას.
იმუნური სისტემის გაძლიერება და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესება – ბონუსი, რომელსაც ასეთი საუზმისგან მიიღებთ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს კერძი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. თუ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მაინც ყოველ დილას ასე ისაუზმებთ, გაიუმჯობესებთ კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობასაც.
იდეალური საუზმე წონის კლების პროცესის სტიმულირებისთვის
ინგრედიენტები:
- 4 ს.კ. შვრიის ფანტელები
- 1 ჩაის ჭიქა კეფირი ან უცხიმო მაწონი
- 7 ცალი შავი ქლიავის ჩირი
- 1 ს.კ. სელის ზეთი
- 1 ჩ.კ. მაღალი ხარისხის კაკაო
მომზადების წესი:
- დაიწყეთ საუზმის მომზადება წინა საღამოს.
- შავი ქლიავის ჩირს დაასხით 100 მილილიტრი ანადუღარი წყალი და დატოვეთ მთელი ღამით.
- მეორე დილას გადაღვარეთ სითხე, ხოლო კარგად დამბალი ქლიავის ჩირი დაჭერით პატარა კუბიკებად.
- სუფთა ჭურჭელში ჩაყარეთ შვრიის ფანტელები, კაკაო და დაუმატეთ სელის ზეთი. კარგად გადაურიეთ.
- მიღებულ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა კეფირი, დაუმატეთ დაქუცმაცებული ქლიავი და კიდევ ერთხელ კარგად ამოურიეთ.
- იდეალური საუზმე მზად არის!
დაიწყეთ დილა ამ სასარგებლო კერძით, რათა არა მხოლოდ მოიშოროთ ჭარბი კილოგრამები და ცხიმები, არამედ მოიწესრიგოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, მოიშოროთ მავნე ნარჩენები, მოამარაგოთ ორგანიზმი მისი გამართული მუშაობისთვის საჭირო ელემენტებით და მთელი დღისათვის აუცილებელი ენერგიით.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!