არასდროს უყვიროთ საკუთარ შვილებს! 3 ოქროს წესი, რომელიც უკლებლივ ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს

45209

ყველა მშობელს ბავშვის აღზრდის საკუთარი მეთოდი აქვს. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, უმეტესობა იმ წესებს მისდევს, რომლებიც მათ ძველმა თაობამ გადასცა.

ამ სფეროს ინოვაცია ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ნელა შემოდის და ისიც მხოლოდ გამოცდილი ფსიქოლოგების და მასწავლებლების დახმარების ხარჯზე. თუ ბავშვი არ გისმენთ, რეგულარულად გეკამათებათ, უხეშობს ან უბრალოდ თავხედურად იქცევა, დროა დაფიქრდეთ, რა გააკეთეთ არასწორად და როგორ შეგიძლიათ სიტუაციის გამოსწორება.

რაც არ უნდა თქვათ, ბავშვები ჩვენი ცხოვრების ყვავილებია, მაგრამ ყვავილი გაზრდას და განვითარებას კომფორტული პირობების გარეშე ვერ შეძლებს! და აქ საქმე მატერიალურ კეთილდღეობას არ ეხება.

ყველაზე მთავარი, რაც შეგვიძლია ბავშვებს მისცეთ, პირდაპირ ცნობიერებაშია. აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც ბავშვის სწორად აღზრდაში დაგეხმარებათ და მაშინ თქვენი შვილი მოხუცებულობაში ჭიქა წყალს ნამდვილად მოგაწოდებთ!

როგორ აღვზარდოთ ბავშვები სწორად

1. ბავშვს არ უყვიროთ

ძველი და გაცვეთილი რჩევა, რომელიც ძალიან სასარგებლოა. როცა ბავშვს უყვიროთ, ის მთელ აგრესიას ღრუბელივით იწოვს და დროთა განმავლობაში გარეთ გამოუშვებს.

დამშვიდდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და დაფიქრდით იმაზე, თუ რა არ მოგწონთ. ახლა აზრობრივად უსიამოვნო სიტუაციისთვის მოემზადეთ, ხოლო როცა დრო მოვა, უკმაყოფილება ჩვეულებრივი ტონით გამოხატეთ. ეს აღზრდას უფრო გაადვილებს.

თავის შეკავებას ვერ ახერხებთ? დიახ, ეს რთულია, უდავოდ! აი, ფასდაუდებელი რეკომენდაცია, რომელიც უკვე მილიონობით ადამიანს ემოციების თავშეკავებაში დაეხმარა. პირველ რიგში, გაარკვიეთ, კონკრეტულად რა იწვევს თქვენს გაღიზიანებას და ყვირილს. ასეთი სიტუაციისთვის ყოველთვის მზად იყავით. ხმამაღალი მუსიკა? ცუდი ნიშნები? ეს უკვე არაერთხელ გამოიარეთ და იდეაში მსგავსი უსიამოვნებისთვის უკვე მზად უნდა იყოთ. თქვენ ორიდან უფროსი სწორედ თქვენ ხართ!

10-მდე დაითვალეთ. თუ ამ მარტივ მანიპულაციას გადალახავთ, ყვირილის უბრალოდ შეგრცხვებათ!

2. ბავშვს ძალიან ბევრი არ მოსთხოვოთ

თქვენი ბავშვი თქვენთვის აუცილებლად საუკეთესო იქნება მაშინაც კი, თუ ცურვაში ოქროს მედალს არ მიიღებს ან კარგად არ სწავლობს.

არ იფიქროთ, რომ ბავშვი თქვენი მსგავსი უნდა იყოს ან მას თქვენი აუსრულებელი ამბიციების რეალიზება არ უნდა მოსთხოვოთ. უბრალოდ ეძებეთ ის, რაშიც ის საუკეთესოა და მის განვითარებაზე იზრუნეთ!

3. კარგი შთაბეჭდილებები შექმენით

ბავშვები მშობლების სარკეა და ისინი შეაფასებენ ყველაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ და გაიმეორებს კიდეც.

ბავშვი მოულოდნელი საქციელით გააკვირვეთ, თქვენი ცოდნა, ძალა და ხასიათი აჩვენეთ. ასე არა მხოლოდ ავტორიტეტს მოიპოვებთ, არამედ ბავშვში ყველაფერს საუკეთესოს ჩადებთ, რაც გაქვთ.

4. განიხილეთ, დაეხმარეთ, დაარწმუნეთ

თქვენს შორის სრული ურთიერთგაგება უნდა იყოს. ბავშვთან ყოველდღიური ცხოვრება განიხილეთ. მისი არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ მეგობარიც იყავით. აგრძნობინეთ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება თქვენი დახმარების და რჩევის იმედი ქონდეს. გააკეთეთ ისე, რომ ოჯახური სახლი მისთვის ციხესიმაგრე იყოს, სადაც მას მოუსმენენ და დაეხმარებიან.

დაარწმუნეთ, რომ ის თავად არის თავის ცხოვრების, წარმატების და წარუმატებლობის მჭედელი. სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში დიდებული ადამიანები იზრდებიან.

5. ერთად ბევრი დრო გაატარეთ

თუ თქვენს გრაფიკში ბავშვისთვის ბევრი დროის გამონახვა რთულია, მაქსიმალურად ეცადეთ მცირე დროც ეფექტურად გამოიყენოთ. წიგნის წაკითხვა, თეატრში სიარული, ბუნებაში გასვლა – თქვენს ურთიერთობაზე წარმოუდგენლად პოზიტიურად მოქმედებს და ბავშვებს სასარგებლო საქმიანობას აჩვევენ.

თუ ბავშვს სათანადო ყურადღებას არ დაუთმობთ, ამის ძიებას სხვაგან დაიწყებს. არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება.

6. კითხვებს თავი არ აარიდოთ

თუ ბავშვმა მგრძნობიარე თემაზე კითხვა დასვა, მასზე პასუხის თავის არიდებას არ ეცადოთ. ზოგიერთი ინფორმაციის მოსასმენად ბავშვი მზად არაა, მაგრამ ნებისმიერი გაურკვევლობა ბავშვის აღქმას დაამახინჯებს. უპასუხეთ პირდაპირ, მაგრამ ლაკონურად, თუ თემა თქვენთვის უსიამოვნოა.

7. სირთულეებისგან არ დაიცვათ

თქვენი, როგორც მშობლის ამოცანაა – ბავშვური აზროვნება ზრდასრული ცხოვრებისთვის მოამზადოთ. პრობლემისგან დაცვა ამაში ვერ დაგეხმარებათ. მშობლების სიკვდილი, ოჯახში პრობლემები, „იმ ლამაზ სათამაშოზე“ ბანალური უარიც კი ბავშვს პიროვნებად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

8. საკუთარი შეცდომები აღიარეთ

როცა ხვდებით, რომ მართალი არ იყავით, მაგალითად, შვილთან დისკუსიის დროს ამის აღიარების არ შეგეშინდეთ. ამით თქვენი ავტორიტეტი არ შეილახება, არამედ სამართლიანობის აღდგენით ან დამარცხების აღიარებით მას უფრო გაზრდით.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.