კოსმეტიკური ინდუსტრია მართლაც რომ საოცარი ტემპით მიიწევს წინ. დღესდღეობით, როდესაც მაღაზიების დახლებზე და ინტერნეტ სივრცეში ვაწყდებით უამრავ სპეციალურ კოსმეტიკურ პროდუქტს, დაბალმოლეკულურ ექსტრაქტებსა და აქტიური კომპონენტებით გაჯერებულ მიკროკაფსულებს, გვეჩვენება, რომ სიბერე პრობლემას აღარ წარმოადგენს. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ასაკის მატებასა და ამ ბუნებრივი, შეუქცევადი პროცესის შედეგებს ვერსად გავექცევით.
კანის სიმტკიცის დაკარგვა, ნაოჭების გაჩენა, ლაქების წარმოქმნა – ყოველივე ეს გარდაუვალი იქნება, თუ რეგულარულად არ მივიღებთ შესაბამის ზომებს სახის კანის მოსავლელად. როდესაც ვსაუბრობთ კანის მოვალზე, სულაც არ ვგულისხმობთ სხვადასხვა ძვირადღირებული პროდუქტების გამოყენებას. რა თქმა უნდა, რეგულარულად სილამაზის სალონში ვიზიტი და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება ნებისმიერი ადამიანისთვის დიდ სიამოვნებასთან ასოცირდება, თუმცა ამის დრო და საშუალება ყველას ნამდვილად არ გვაქს.
სწორედ ასეთ დროს და ასეთ შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ ჩვენი ბებიების ინოვაციური მეთოდების შესახებ, რომელთაც ისინი წარმატებით იყენებდნენ ზედმეტი წლების შესანიღბად. კანის მოსავლელი ეს ნატურალური საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, საკუთარი ეფექტურობით ნამდვილად არ ჩამოუვარდება მაღაზიის ძვირადღირებულ კოსმეტიკას. რეცეპტში შემავალი თითოეული ინგრედიენტი არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს კანს.
როგორ მოვუაროთ კანს სახლის პირობებში
ინსტრუქცია:
- პირველ რიგში, მოიმარჯვეთ 4 ჭიქა.
- პირველ ჭიქაში მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი შვრიის დაფქული მარცვლები (ან ფანტელები) და დაასხით 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, კარგად გადაურიეთ.
- მეორე ჭიქაში გახეხეთ ერთი საშუალო ზომის ვაშლი კანის გარეშე, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ამავე რაოდენიბთ თაფლი.
- მესამე ჭიქაში ჩაასხით 100 მლ კეფირი, ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი და აკრგად მოურიეთ.
- მეოთხე ჭიქაში მოხარშეთ გვირილის ძლიერი ჩაი.
პროცედურის მსვლელობა:
- პროცედურას ვიტარებთ აუცილებლად საღამოს საათებში.
- პირველი ჭიქის შიგთავსი კარგად წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისრისა და დეკოლტის ზონაზე. იკეთეთ მსუბუქი მასაჟი ხელების ნელი წრიული მოძრაობებით.
- 5 წუთის შემდეგ სახის კანზე წაისვით მეორე ფენად მე-2 ჭიქის შიგთავსი (შვრიისა და მცენარეული ზეთის ნარევის პირველ ფენას არ ვიშორებთ).
- თითის ბალიშებით იკეთეთ კანის მსუბუქი მასაჟი კიდევ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.
- მოიხსენით ნიღაბი მესამე ჭიქის შიგთავსში კარგად დასველებული, გაჟღენთილი ბამბის დისკებით. როდესაც კეფირისა და მარილის ნარევით სახეს კარგად გაიწმენდთ, მოითმინეთ კიდევ 5 წუთით.
- გვირილის ძლიერ ჩაიში კარგად დაასვლეთ ბამბის დისკები და შეუდექით სახის გაწმენდას. როდესაც ყველა ნარჩენს ბოლომდე მოიშორებთ, კარგად შეიმშრალეთ სახე ქაღალდის ხესახოცის გამოყენებით.
უკვე პირველი პროცედურის შემდეგ თქვენ სასიამოვნო ცვლილებებს იხილავთ. თუ ამ პროცედურას კვირაში 1-ხელ მაინც ჩაიტარებთ, საიმედოდ დაიცავთ თავს ღრმა ნაოჭების, ლაქებისა და სხვადასხვა კსომეტიკური დეფექტების გაჩენისგან.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, თანაც აბსოლუტურად ნატურალური, რომელიც შეგიწყობთ ხელს ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!