გაგიკვირდებათ, ეს ქალბატონი 70 წლისაა. მისი ახალგაზრდობის საიდუმლო შაქრის სრული აკრძალვაა

1776

70 წლის ქალბატონი, კაროლინ ჰართზი მსოფლიოს მაცხოვრებელთა უმეტესობას ჰგავდა: ტკბილეული ძალიან უყვარდა. 4 დეკადის მანძილზე მასზე უარს არც ამბობდა. თუმცა, ბოლოს გადაწყვიტა საკუთარ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა – შაქარზე საბოლოოდ თქვა უარი.

დღემდე, 30 წლის შემდეგ, კაროლინს ამ გადაწყვეტილებაზე უარი არ უთქვამს და ახლა იმაზე უფრო ახალგაზრდად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მას აქვს გამხდარი და დაჭიმული სხეული, რომელზეც მის ასაკში მყოფი ნებისმიერი ქალი იოცნებებს. 70 წლის ასაკშიც კი, იგი არ ერიდება საცურაო კოსტუმებს პლაჟზე. ასევე, მისი სხეული და სახე ჯანმრთელად გამოიყურება.

ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი სწორედ ცხოვრების წესის ცვლილების შედეგია. მისი თქმით, არასდროსაა გვიან ასეთი ცვლილებებისთვის. უბრალოდ უნდა გადაწყვიტოთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და დაიწყოთ მოქმედება.

50 წელს გადაცილებული ქალბატონები ფიქრობენ, რომ აღარ შეუძლიათ ლამაზი ფიგურის შენარჩუნება. მართალია, 40 წლის შემდეგ ეს უფრო რთულია, ვიდრე მანამდე, მაგრამ მაინც შესაძლებელია, თუ მიზანს დაისახავთ. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მეტაბოლიზმი ნელდება ასაკთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ  მართვის სადავეები ჩვენს ხელში უნდა ავიღოთ და ცოტა უფრო მეტად უნდა ვიშრომოთ.
მე მჯერა, რომ იმ საკვების სახეობა და რაოდენობა, რომელსაც მივირთმევთ, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ჯანმრთელობისა და გარეგნობის შენარჩუნებაში. აზრის დატანება ჭამის დროს – უდიდესი ფაქტორია. უაზროდ ჭამა უსარგებლო წონის მატებას გამოიწვევს. მე ჩემს კლიენტებს ვეუბნები, რომ თითოეული ლუკმა უნდა დააგემოვნონ და ისიამოვნონ.. ეს ნელა ჭამაში დაეხმარებათ, რაც ხელს შეუშლის ზედმეტი საკვების მიღებასაც.

მას სჯერა, რომ, თუ ქალს სურს, საუკეთესოდ გამოიყურებოდეს, მან მთელი ცნობიერი ძალისხმევა უნდა ჩადოს დიეტასა და სწორად ცხოვრებაზე კონცენტრირებაში. კაროლინის თქმით, აუცილებელია მუდმივად დადებითად და ოპტიმისტურად განწყობა ცხოვრების მიმართ, ასევე, შაქარზე უნდა თქვათ უარი.

იგი 28 წლის მანძილზე ამბობდა უარს შაქარზე. თავიდან, ეს რთული იყო, როგორც თვითონ ამბობს, თუმცა, აგრძელებდა ჯანმრთელობასა და ლამაზ გარეგნობაზე ფიქრს, რაც საბოლოოდ ასეთი შედეგის მიღებაში დაეხმარა.

ამასთან, კაროლინი იმასაც ამბობს, რომ არ უნდა თქვათ უარი საყვარელ სასმელებსა და საჭმელებზე. ამისთვის ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. უბრალოდ ყველაფერი ზომიერად უნდა მიიღოთ.

როგორც ჩვენი სტატიის გმირი ამბობს, მისი გადაწყვეტილება ცხოვრების წესის ცვლილების შესახებ იმანაც განაპირობა, რომ მეორე ტიპის პრედიაბეტური მდგომარეობა დაუდგინდა. სწორედ ამან აუხილა თვალი შაქრის პოტენციური საფრთხეების დასახანავად.

ის გვირჩევს, ჩავანაცვლოთ შაქარი ნატურალური დამატბობლებით, ვიძინოთ დღეში 8 საათის განმავლობაში, ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები და მივირთვათ იმდენი საკვები, რომ არ გვშიოდეს – სწორედ ასე მიაღწია მან 70 წლის ასაკს დაუბერებლად.