მუხლის სახსრის ტკივილი წარსულში დარჩება. როდესაც დამოიკიდებლად ვეღარც კი ვმოძრაობდი, ამ საშუალებამ გაამართლა

39588

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები დღესდღეობით ხშირია არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი. ეს უსიამოვნო მოვლენა ცხოვრების მჯდომარე და არასწორი სტილის შედეგია.

თუ თქვენ ოფისში მუშაობთ და დროის დიდ ნაწილს კომპიუტერის წინ ატარებთ, სახსრებთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებით. წარსულში მიღებული ტრავმა, ჭარბი წონა, მავნე ჩვევები, ასაკის მატება – მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც მუხლის სახსრის დაზიანებას განაპირობებს.

ეს უსიამოვნო მოვლენა ძალიან დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. თუ პრობლემას დროულად არ მივხედავთ, ის შეიძლება იმდენად გამწვავდეს, რომ დამოუკიდებლად პატარა მანძილზე გადაადგილებაც კი გაგვიჭირდეს და გაუსაძლისმა ტკივილებმა ღამით დაძინების საშუალებაც არ მოგვცეს.

როგორც კი დისკომფორტის პატარა შეგრძნება შეგაწუხებთ, გირჩევთ, დროულად მიიღოთ საჭირო ზომები სერიოზული გართულებების პრევენციისთვის. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 100%-ით ნატურალურ საშუალებას, რომელიც სწრაფად გვიმსუბუქებს მუხლების ტკივილს და აჩქარებს სახსრებს აღდგენის პროცესს. ამ საშუალებისთვის ანთების საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებია დამახასიათებელი.

როგორ დავამარცხოთ მუხლების ტკივილი ქირურგიული ჩარევის გარეშე

ინგრედიენტები: 

  • 40 მლ ქაფურის სპირტი
  • 4 ს.კ. მდოგვის ფხვნილი
  • 3 კვერცხის ცილა

ინსტრუქცია: 

  1. პატარა ზომის თასში ჩაასხით მოცემული რაოდენობით ქაფურის სპირტი.
  2. დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი და კარგად გადაურიეთ.
  3. ცალკე ჭურჭელში კარგად ათქვიფეთ 3 კვერცხის ცილა.
  4. მიღებული თეთრი ქაფისებრი მასა დაუმატეთ სპირტისა და მდოგვის ფხვნილის ნარევს.
  5. ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  6. მზა საშუალება გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

გამოყენების წესი: 

აიღეთ ეს საშუალება მცირე რაოდენობით და კარგად დაიმუშავეთ მუხლები. იკეთეთ მსუბუქი მასაჟი ხელებით იქამდე, სანამ მასა ბოლომდე არ შეგაშრებათ. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში 2-ჯერ. კურსის ხანგრძლივობა – ტკივილების სრულ გაქრობამდე.

როგორც უკვე გითხარით, მოცემული ხალხური საშუალება ეფექტურად ამცირებს სახსრების ტკივილს, ახშობს ანთებას და აჩქარებს მათი აღდგენა-რეგენერაციის პროცესს.

იზრუნეთ თქვენს მეგობრეზბეც, არ დაგავიწყდეთ მათთვის სტატიის გაზიარება. გისურვებთ ჯანმრთელობას!

ვიდეო დეტალური ინსტრუქციით: