გაგიზიარებთ მკურნალობის რამდენიმე მარტივ მეთოდს და შემოგთავაზებთ სამკურნალო საშუალებების რეცეპტებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ ქუსლების გაუხეშებული კანის დარბილებას და ისეთი უსიამოვნო პრობლემის აღმოფხვრას, როგორიცაა ნახეთქბი.
ნახეთქების გაჩენას იწვევს კანის სიმშრალე. თუ მუდმივად არ ვიზრუნებთ ქუსლებზე, კანი შრება, უხეშდება, კარგავს ელასტიურობას, წარმოიქმნება ნახეთქები. ნახეთქები ოდნავი ზეწოლის დროსაც კი მტკივნეულია და გიქმნით საშინელ დისკომფორტს.
რეცეპტი N1
ნახეთქების საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სამკურნალო და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ხახვი.
დაგჭირდებათ ნახევარი თავი ხახვი.
ხახვი გაჭერით ორ ნაწილად და ძილის წინ კარგად შეიზილეთ ქუსლებზე, ამოიცვით წინდები და დაწექით. პროცედურები ჩაიტარეთ სასურველი შედეგის მიღებამდე ყოველ საღამოს.
რეცეპტი N2
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 კბილი ნიორი
- 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ნიორი დაჭყლიტეთ, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და აურიეთ. მომზადებული ნაზავი შეიზილეთ ქუსლებზე, შეიხვიეთ ბინტით და დაიტოვეთ დილამდე. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ სასურველი შედეგის მიღებამდე რეგულარულად.
რეცეპტი N3
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნედლი ჭინჭარი 3-4 ღერი
- წყალი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ჭინჭარი დააქუცმაცეთ, დანაყეთ, დაამატეთ 1 ს. კ. წყალი და აურიეთ. მიიღებთ ფაფის მსგავს მასას. მომზადებული მასა წაისვით დაზიანებულ ქუსლებზე და შეიხვიეთ. გაიჩერეთ მინიმუმ 3 საათი.
რეცეპტი N4
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გულყვითელა (კალენდულა) ნახევარი კონა
- წყალი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
გულყვითელას სამკურნალო პასტას ამზადებთ ჭინჭრის პასტის მსგავსად. სამკურნალო პასტა შეიზილეთ დაზიანებულ ქუსლზე და გაიჩერეთ 3 საათი. პროცედურები ჩაიტარეთ რეგულარულად.
რეცეპტი N5
მკურნალად მოგევლინებათ მწიფე ლეღვი
ამ უგემრიელეს ხილს აქვს ანთების საწინააღმდეგო და გამაგრილებელი თვისებები, აყუჩებს ნახეთქებით გამოწვეულ ტკივილს. გაჭერით ლეღვი შუაზე და რბილობი შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე. შემდეგ შეიხვიეთ ბინტით და ამოიცვით წინდები. პოცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ. დილით ფეხები ჩაყავით თბილ აბაზანაში და ბოლოს გაიხეხეთ პემზით. პროცედურის დამთავრების შემდეგ წაისვი დამატენიანებელი საცხი.
რეცეპტი N6
საჭირო ინგრედიენტები:
- 2 ს. კ. საკვები სოდა
- 1 ს. კ. თბილი წყალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
სოდას შეურიეთ წყალი და მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ქუსლებზე. ნარევს აქვს სკრაბის ეფექტი. გაიჩერეთ 20-30 წუთი. შემდეგ გაიხეხეთ პემზით, გადაივლეთ სუფთა წყალი და წაისვით კანის დამატენიანებელი საცხი.
რეცეპტი N7
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- გვირილა (ხმელი) 4 ს. კ.
- წყალი 1 ლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
წყალი აადუღთ და დაასხით გვირილას. დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. გვირილას ნაყენი გადაწურეთ ფეხების დასაბან თასში და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩაყავით ფეხები. ამ გზით შეძლებთ გაუხეშებული კანის დარბილებას. დარბილებული ქუსლები გაიხეხეთ პემზით და მოიშორეთ გარქოვანებული კანი. ბოლოს გადაივლეთ სუფთა წყალი, ფეხები გულდასმით შეიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი საცხი. პროცედურები ჩაიტარეთ რეგულარულად.