ნებისმიერი სახის თეთრი ქსოვილი ახალივით იბრწყინებს! მოეშვით ქიმიას, დაამზადეთ ნატურალური გამათეთრებელი თავად

20104

საიდუმლო არ არის, რომ თეთრი სამოსი ძალიან მიმზიდველია, თუმცა თითოეულ დიასახლისს ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როდესაც თოვლივით თეთრი ტანსაცმელი რამდენიმე გარეცხვის შემდეგ გაუფერულებულა. მათეთრებელი საშუალებები ხშირად ისეთი ეფექტური არ არის, როგორც საჭიროა, მაგრამ არსებობს ნაცადი საშუალებები, რომლებიც თქვენს თეთრ სამოსს პირვანდელ სიქათქათეს დაუბრუნებს და ყველაზე რთულ ლაქებსაც კი მოაშორებს.

წყალბადის ზეჟანგი ანაცვლებს ქლორს, ვენიშსა და სხვა მათეთრებელ საშუალებებს. ჩვენი ჯანმრთელობისთვის აბსოლიტურად უსაფრთხო ეს ნივთიერება, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასათვის, ძვირადღირებულ მათეთრებელ საშუალებებს აუცილებლად ჩაანაცვლებს.

გთავაზობთ 2 ძალიან ეფექტურ ხერხს. გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი და პირობას გაძლევთ, შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

პირველი ხერხი:

დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი და 2 ლიტრი წყალი. თუ სამოსს ფერი ძალიან შეცვლილი აქვს, შეგიძლიათ ერთი ჩაის კოვზი სოდის დამატებაც. მინანქრის ჯამში ჩაასხით 30-40°-მდე გამთბარი წყალი. თუ გსურთ, რომ ტანსაცმელი უფრო სწრაფად გათეთრდეს, დაადგით ის ცეცხლზე და გაათბეთ წყალი დაახლოებით 70 გრადუსამდე. თბილ წყალს დაუმატეთ წყალბადის ზეჟანგი და სოდა (სურვილისამებრ).

ტანსაცმლის გათეთრების პროცესი დაახლოებით 20 წუთს გრძელდება, თუ იყენებთ ოთახის ტემპერატურის წყალს. თუ ნარევს ცეცხლზე დადგამთ და მასში ისე ჩაალბობთ თეთრეულს, იდეალური შედეგის მისაღებად 10 წუთი სავსებით საკმარისი იქნება. ქსოვილი აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს ჩამბალი წყალში. პროცედურის შემდეგ ის უბრალოდ გაავლეთ სუფთა წყალში და შემდეგ დატკბეთ შედეგით.

მეორე ხერხი:

5 ლიტრ წყალს დასჭირდება 1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და 1 სუფრის კოვზი ამიაკის სპირტი. წყალი ჩაასხით მინანქრის ჯამში და გააცხელეთ 80°-მდე, გაცხელებულ წყალს დაუმატეთ წყალბადის ზეჟანგი და ამიაკი, კარგად შეურიეთ სითხე, შემდგომ კი მოათავსეთ გაუფერულებული სამოსი ჯამში, გააჩერეთ ნახევარი საათით და ბოლოს უბრალოდ გაავლეთ სუფთა წყალში.