ეს რეცეპტი გამიზიარა ექიმმა, რომელმაც ამ სასწაულმოქმედი საშუალების გამოყენებით შეინარჩუნა თავისი სახსრების ჯანმრთელობა და რომელიც მრავალი წლის განმავლობაში კურნავდა სამხედრო მოსამსახურეებს ზურგისა და სახსრების ტკივილებისგან მძიმე ფიზიკური დატვირთვების შემდეგ.
ჩვენ საკუთარ თავებზე გამოვცადეთ ეს საშუალება და დავრწმუნდით მის ეფექტურობაში.
ჟელატინი შესანიშნავად აღადგენს სახსრების საპოხს. გთავაზობთ ამ მოქმედი საშუალების რეცეპტს:
ინგრედიენტები
- 150 გ საკვები ჟელატინი*
- ცივი წყალი
*ჟელატინის აღნიშნული რაოდენობა საკმარისია 30-დღიანი კურსისთვის.
მომზადება
- საღამოს ჩაალბეთ 5გ ჟელატინი(დაახლოებით 2 ჩ.კ. ბრტყლად) 1/4 ფინჯან ცივ წყალში.
- გააჩერეთ მასა დილამდე, ოთახის ტემპერატურაზე და არა მაცივარში.
- დილით დაგხვდებათ ჟელე, რომელიც უზმოზე უნდა მიირთვათ. თუ ამის გაკეთება გიჭირთ, დაუმატეთ ეს მასა წვენს, თაფლს, წყალს ან მაწონს.
ასეთი მკურნალობიდან 1 კვირის თავზე პაციენტებს ტკივილი საგრძნობლად უმსუბუქდებათ. მკურნალობის სრული კურსი კი 30 დღეს მოიცავს. კურსის გამეორება 60 თვის შემდეგ შეიძლება.
რატომაა ჟელატინი ამდენად სასარგებლო სახსრებისთვის?
- ჟელატინი ცხოველური წარმომავლობის პროდუქტია, რომელიც მიიღება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემაერთებელი ქსოვილების: ხრტილების, ძვლებისა და სუფთა კოლაგენის დამუშავებით.
- იგი შეიცავს ამინომჟავებს – პროლინსა და ჰიდროსიპროლინს, რომლებიც დადებითად მოქმედებს შიდა ბოჭკოებისა და წვრილი სისხლძარღვების მდგომარეობაზე, აღადგენს შემაერთებელ ქსოვილებს.
- ჟელატინი აძლიერებს შემაერთებელი ქსოვილის ზრდასა და მოცულობას, რაც მნიშვნელოვანია სახსრების დაზიანების დროს.
ჟელატინის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
- აძლიერებს სისხლძარღვებს;
- აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
- აუმჯობესებს გონებრივ შრომისუნარიანობას;
- ინარჩუნებს კანის ჯანმრთელობას;
- ინარჩუნებს მყესებისა და ხრტილების სიმკვრივესა და ამტანობას;
- ხელს უშლის ოსტეოპოროზს;
- ძალიან სასარგებლოა ფრჩხილების, კბილებისა და თმის ზრდისთვის;
- აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აშორებს ყაბზობას;
- აძლიერებს ძვლებს;
- წმენდს ღვიძლს ტოქსინებისგან;
- არეგულირებს ჰორმონების დონეს, გეხმარებათ გახდომაში.
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ჟელატინსაც აქვს უკუჩვენებები
ჟელატინს შეუძლია კუჭში სიმძიმის შეგრძნების, მუცლის შებერილობის, გულძმარვის, ბოყინისა და, იშვიათად, ალერგიული რეაქციების გამოწვევა.
ამასთან, ეს საშუალება უსიამოვნო გემოს ტოვებს პირის ღრუში(თუმცა ამას თავიდან აიცილებთ, თუ მას თაფლთან, მაწონთან ან ნებისმიერ სხვა საკვებთან ერთად მიიღებთ).
გისურვებთ ჯანმრთელობას!