სიმინდის ფაფით 4 დღეში 5 კილოგრამს დაიკლებთ. ექსპრეს მენიუ სწრაფი გახდომისთვის

2222

ყოველდღიურად ინტერნეტ სივრცეში ჩვენ ვაწყდებით ათასობით გასახდომი საშუალების რეკლამას. ასეთი სარეკლამო რგოლები იმდენად კარგად და ლამაზად არის შეფუთული, რომ შეიძლება ამ “სასწაულმოქმედი” საშუალებების შეძენაზეც კი დაგვაფიქროს. ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული მახეა, რომელშიც ადამიანების არც თუ ისე მცირე ნაწილი ებმება.

ნუ იქნებით სასწაულმოქმედი საშუალებების იმედზე, უბრალოდ გაიხსენეთ, რომ არსებობს ისეთი საკვები პროდუქტები, რომელთაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. მხოლოდ ამ ნატურალური პროდუქტებით არის შესაძლებელი საჭმლის მონელების პროცესების გაუმჯობესება, ყაბზობის დამარცხება, ნივთიერებათა ცვლის დარეგულირება და ა.შ.

სიმინდის ფაფა – საკვები, რომელიც სწრაფად დაგაკლებინებთ წონას და შეგიწყობთ ხელს სხეულის ლამაზი, მიმზიდველი ფორმების მოპოვებაში. ეს ის პროდუქტია, რომელიც მდიდარია რთული ნახშირწყლებითა და უჯრედისით. ასეთი კომბინაცია გვიუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს გვიწყობს ჭარბი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში.

სიმინდის ფაფის დიეტა მართლაც რომ არაჩვეულებრივი ვარიანტია, თუ თქვენ სასწრაფოდ 5 კილოგრამი გაქვთ მოსაშორებელი. დიეტის დაცვის პარალელურად არ შეგაწუხებთ შიმშილის გაუსაძლისი შეგრძნება, ორგანიზმს კი მოამარაგებთ მისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.

როგორ დავიკლოთ წონა სიმინდის ფაფით

გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროდუქტი უჯრედისის საკმაოდ დიდ წყაროს წარმოადგენს, ის წმენდს ნაწლავებს დაგროვებული ტოქსინებისგან და წიდებისგან. სიმინდის ფაფა იმდენად კარგად არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, რომ დიეტის დამთავრების შემდეგაც კი ჩვენი სხეული განაგრძობს ზედმეტი კილოგრამების დაკარგვას. გარდა ყოველივე ამისა, შეძლებთ სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებასაც.

100 გრამი წყალში მოხარშული სიმინდის ფაფა შიცავს 81 კკალ-ს, რაც ნამდვილად დაბალი მაჩვენებელია, რასაც ვერ ვიტყვით მის გლიკემიურ ინდექსზე, რომელიც 70-ს უტოლდება. გამომდინარე იქიდან, რომ სიმინდის ფაფის გლიკემიური ინდექსი საკმაოდ მაღალია, ამ დიეტის დაცვა 4 დღეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული.

1-ლი დღე

400 გრამი სიმინდის ფაფა, 1 კიტრი, 1 პომიდორი, 1 ვაშლი, 2 ლიტრი წყალი.

მე-2 დღე

გაიმეორეთ პირველი დღის მენიუ.

მე-3 დღე

400 გრამი სიმინდის ფაფა, 300 გრამი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი (შეზავებული 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით(, 2 ლიტრი წყალი, 3 პორცია მწვანე ჩაი შაქრის გარეშე.

მე-4 დღე

გაიმეორეთ მესამე დღის მენიუ.

როგორ მოვამზადოთ სიმინდის ფაფა? 

სიმინდის ფაფამ წონის დაკლებაში რომ შეგიწყოთ ხელი, ის აუცილებლად სწორი ინსტრუქციით უნდა მოამზადოთ. არ დაუმატოთ რძე, შაქარი და კარაქი.

ინგრედიენტები: 

  • 50 გრამი სიმინდის წვრილად დაფქული მარცვლები
  • 200 მლ წყალი
  • 0,5 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება: 

  1. პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ სიმინდის მარცვლები. წყალი, რომელშიც მას ბოლოსკენ ჩაალბობთ, გამჭვირვალე ფერის უნდა დარჩეს.
  2. ჩაასხით ქვაბში 200 მლ წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე, დაუმატეთ ცოტა მარილი და შემდეგ ჩაყარეთ მარცვლები. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.
  3. უკვე კარგად მოხარშულ მარცვლებსა და მომზადებულ ფაფას დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

როგორც უკვე გითხარით, სიმინდის ფაფის ამ დიეტით 4 დღეში დაახლოებით 5 კილოგრამს დაიკლებთ, თანაც არ მიაყენებთ ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას.

თუ მოგეწონათ სტატია, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!