მაიონეზი საკმაოდ საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის, მაგრამ ზოგიერთი კერძი მაიონეზის გარეშე წარმოუდგენელია.
შემოგთავაზებთ ხელნაკეთი სოუსის რეცეპტს, რომელიც არ ჩამოუვარდება მაიონეზს, გემრიელიც არის და სასარგებლოც.
სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი 3 ს. კ.
- ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
- მდოგვი 1 ჩ. კ.
- არაჟანი 7 ს. კ.
- მარილი გემოვნებით
- წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- ზეთს დაამატეთ ლიმონის წვენი, მდოგვი, მარილი, წიწაკა და აურიეთ.
- დაამატეთ არაჟანი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ძალიან გემრიელი, ჰაეროვანი სოუსით ჩაანაცვლეთ მაიონეზი და მოამზადეთ სალათები.
რითი ანაცვლებთ მაიონეზს თქვენ? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი რეცეპტი კომენტარების ველის მეშვეობით. გემრიელად მიირთვით!