თუ ორქიდეები გიყვართ და გსურთ, მათ საკუთარი სილამაზით დიდხანს გაგახარონ, გამოიყენეთ მარტივი საშუალება

7079

ჭირვეულ ორქიდეას რეგულარულად ესაჭიროება  მზრუნველობა. თუ მოადუნებთ ყურადღებას, შესაბამისად ვერ დატკბებით ორქიდეას უხვი ყვავილობით. იმისათვის, რომ მცენარემ თავი კომფორტულად იგრძნოს, არ არის აუცილებელი ძვირადღირებული ქიმიური საშუალებების გამოყენება. სასუქები, რომლებიც შეიცავს ყვავილებისთვის საჭირო საკვები  ნივთიერებების უზარმაზარ რაოდენობას, შეგიძლიათ მოამზადოთ უმარტივესი ინგრედიენტებით.

პირველ რიგში, ორქიდეას მოაჭერით დაზიანებული და ზედაპირული ფესვები, შემოაცალეთ გაფუჭებული ფოთლები. შემდეგ დაასხით ცოტა წყალი, რადგან სასუქის მიღების დროს ფესვები უნდა იყოს დატენიანებული.

ბუნებრივი სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • სტაფილო 50 გრ
  • ნალექიანი ყავა 1 ჩ. კ.
  • ადუღებული წყალი ნახევარი ლ

მომზადების წესი:

მოცემულ ინგრედიენტებს დაასხით ცხელი წყალი, აურიეთ და გააჩერეთ გაგრილებამდე. შემდეგ დააბლენდერეთ და  გაფილტრეთ მარლის ან საცრის საშუალებით. მიღებული მასა გააზავეთ კიდევ 1 ლ ოთახის ტემპერატურის წყლით.

ხსნარით შეგიძლიათ გაწმინდოთ ფოთლები, დანამოთ, ხოლო მოსარწყავად გამოიყენეთ თვეში 2-ჯერ.