თუ მუცელი ქრონიკულად შებერილი გაქვთ, ეს მარტივი წვენი აუცილებლად გიხსნით

3100

მუცლის შებერილობა, გარდა იმისა, რომ გიქმნით დისკომფორტს, იწვევს უამრავ პრობლემას. თუ გაწუხებთ  მუცლის შებერილობა და გჭირდებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება, აუცილებელია ორგანიზმის გაწმენდა.

სწრაფი დეტოქსისთვის საუკეთესო ვარიანტია იასამნისფერი კომბოსტოს ბაზაზე მომზადებული გამწმენდი სასმელი, რომელიც საოცრებებს ახდენს თქვენი ორგანიზმისთვის.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • იასამნისფერი კომბოსტო 100-150 გრ
  • ნიახურის 3 ფესვი
  • ნახევარი ლიმონი კანიანად
  • ნახევარი მწვანე ვაშლი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ინგრედიენტები კარგად გარეცხეთ, დაჭერით და წვენსაწურით გამოწურეთ წვენი. თუ წვენსაწური არ გაქვთ, დააბლენდერეთ,  შემდეგ გაწურეთ და დალიეთ წვენი.

თითოეული ინგრედიენტი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მაგალითად, იასამნისფერი კომბოსტო მდიდარია კალიუმით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის დაბალანსებას. დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს უჯრედებს ტოქსინებისგან.

ნიახური სუპერ ჯანსაღი ბოსტნეულია, რომელსაც შეუძლია აგარიდოთ ანთებითი რეაქციები ნაწლავის ტრაქტში, სისხლძარღვებში, საჭმლის მომნელებელი სისტემის  ორგანოებში.

ნუტრიენტებით მდიდარი ლიმონი კი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების აღდგენას.