დაგჭირდებათ მხოლოდ კვერცხი და ქაღალდის ხელსახოცი, რათა შავი წერტილებისგან და გაღრმავებული ფორებისგან კვალიც კი აღარ დარჩეს

7281

შემოგთავაზებთ მარტივ მეთოდს, რომლის საშუალებით შეძლებთ სახის კანის გაწმენდას, შავი წერტილების მოშორებას, ფორების შესამჩნევად შევიწროებას. უმარტივესი კოსმეტოლოგიური პროცედურისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ კვერცხი და ხელსახოცი.

კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. ცილა ჩანგლით მსუბუქად ათქვიფეთ.

პროცედურის დაწყების წინ სახე კარგად გაიწმინდეთ და დაიორთქლეთ (ცხელ წყალში დაასველეთ პირსახოცი, კარგად გაწურეთ, დაიფინეთ სახეზე და გაიჩერეთ 5 წუთი). ცილა ფუნჯით წაისვით კონკრეტულად იმ ადგილებზე, სადაც გაქვთ შავი  წერტილები. შემდეგ დაიფინეთ ხელსახოცის ნაწილები და ზემოდან გადაუსვით ისევ ცილა. გაიჩერეთ სრულ გაშრობამდე.

გაშრობის შემდეგ ხელსახოცი აიღეთ, სახე დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი.