როგორ გავიწმდინოთ სახე, რათა გავთავისუფლდეთ გადიდებული ფორებისაგან

2812

მთელი დღის განმავლობაში ჩვენს კანზე წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ჭუჭყი და სიბინძურე გროვდება. ხშირად მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელიც კი არის.

თუ ყოველ საღამოს სახეს სათანადოდ არ გაიწმენდთ, მავნე ნარჩენები კანის ფორებში ჩაჯდება და  დაგროვდება, რაც სხვადასხვა კოსმეტიკური პრობლემის განვითარებას შეიძლება ჩაეყაროს საფუძლად.

ერთ-ერთი ასეთი გავრცელებული პრობლემა გაფართოებული ფორებია, რომელიც ჩვენს თვითშეფასებაზე და გარეგნობაზე უარყოფითად მოქმედებს.

როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ფორები უკვე ზომაზე მეტადაა გახსნილი? საგანგაშო არაფერია, რადგან სწორი მიდგომით პრობლემას სწრაფად გაუმკლავდებით.

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ სახის გამწმენდ ძალიან ეფექტურ საშუალებას და წარმოდგიდგენთ მარტივ ინსტრუქციას, თუ როგორ დავხუროთ გახსნილი ფორები და დავუბრუნოთ კანს უწინდებური სილამაზე.

დალიეთ წყალი საკმარისი რაოდენობით!

დღის განმავლობაში მიირთვით საშუალოდ 2 ლიტრი სითხე. ჩაი, ყავა და წვენები არ ითვლება! იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ სხვადასხვა კოსმეტიკური დეფექტები, მათ შორის ფორების გაფართოება, თქვენი სხეული და კანი აუცილებლად უნდა იყოს ჰიდრარტირებული, დატენიანებული.

მიიღეთ C ვიტამინი!

C ვიტამინი – უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც დაგეხმარებათ კანისათვის ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში. ყველაზე მარტივი გზა ორგანიზმში C ვიტამინის მარაგის შესავსებად ციტრუსების რეგულარულად მირთმევაა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიიღოთ ის დანამატების სახითაც.

ახლა კი გადავიდეთ სახის კანის გამწმენდ ძალიან ეფექტურ საშუალებაზე, რომლის შესახებაც სტატიის დასაწყისში ვსაუბრობდით. ნუშის ნიღაბი სწორედ ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ, თუ ფორების გახსნისა და გაფართოების პრობლემა გაწუხებთ.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ნუშის ნიღაბი?

ინგრედიენტები:

  • 1/3 ჩაის ჭიქა გასუფთავებული ნუში
  • წყალი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. ბლენდერის გამოყენებით კარგად დაფქვით ნუშის მარცვლები, შემდეგ კი დაუმატეთ იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის მასა.
  2. მიღებული საშუალება წისვით სახის კანზე თხელ ფენად, დაიტოვეთ 30 წუთით და ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყალით.
  3. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს მაკიაჟის მოხსნის შემდეგ და ნახავთ, თუ როგორ ვიწროვდება ფორები დღითიდღე.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და პირობას გაძლევთ, სასიამოვნო შედეგს ძალიან მალე იხილავთ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!