ხშირად განიცდით ჩხვლეტის შეგრძნებას ხელებსა და ფეხებში? ვიტამინ B12-ის დეფიციტი აზიანებს ნერვების თავდაცვით გარსს, რის შედეგადაც თავი შეიძლება იჩინოს ამ უსიამოვნო პრობლემამ.
გარდა კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნებისა, არსებობს კიდევ რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ამ ვიტამინის უკმარისობაზე მიგვანიშნებს.
ეს სიმპტომებია:
1. გცივათ მუდმივად
ვიტამინ B12-ის უკმარისობისას ჩვენს სხეულში მცირდება სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავება, რომლებიც ჟანგბადის ტრანსპორტირებაზეა პასუხისმგებელი. ყოველივე ამის შედეგად, ჩვენ მუდმივად გვაწუხებს სიცივის შეგრძნება. პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს კიდურების ხშირი კრუნჩხვები (კანკალი).
2. გონების დაბინდვა
ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის დეფიციტი საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს დეპრესიასა და სტრესს, გონების დაბინდვასა და მეხსიერების დაქვეითებას. ამ დროს ხშირია კოორიდნაციის უნარის დარღვევაც.
სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია დანამატებით – ისინი უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ კვების რაციონს გაამდიდრებთ ამ ვიტამინის შემცვალი პროდუქტებით.
3. გულისცემის გახშირება
თუ მოულოდნელად თქვენი გულის რიტმი ჩქარდება ან ნელდება, დიდი ალბათობით ვიტამინ B12-ის დეფიციტი გაწუხებთ. მიირთვით დიდი რაოდენობით ქათმის ხორცი, კვერცხი და ზღვის პროდუქტები, რათა შეივსოთ ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის მარაგი ორგანიზმში.
4. ასაკი – მთავარი ფაქტორი
ასაკი – ძირითადი ფაქტორი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც საუბარი ამ ვიტამინზე მიდის. ასაკის მატებისა და ორგანიზმის დაბერების პარალელურად ჩვენ სულ უფრო და უფრო გვიჭირს ამ ვიტამინის ათვისება, რამაც ნაკლებად სასიამოვნო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. თუ ანემიის, ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევისა და სხვა სერიოზული პრობლემების თავიდან არიდება გსურთ, აუცილებლად მიიღეთ ვიტამინ B12 დანამატების სახით. არ დაიწყოთ მისი მიღება თვითნებურად, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ყური უგდეთ იმ ნიშნებსა და სიგნალებს, რომელთაც ჩვენი სხეული გვიგზავნის. მხოლოდ ასეა შესაძლებელი პრობლემის დროულად გამოვლინება და სერიოზული გართულებების თავიდან არიდება.
გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ვიტამინ B12-ის დეფიციტისათვის დამახასიათებელი ამ ნიშნების შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!