დაფნის ფოთოლი მხოლოდ არომატული სანელებელი როდია. თუ ავადმყოფობამ შეგაწუხათ, გამოაღეთ სამზარეულოს კარადა

11619

დაფნის ფოთოლი – პროდუქტი, რომელიც ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება. დაფნა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში უგემრიელესი სუპების, ბოსტნეულის რაგუს, შემწვარი ხორცის, მარინადების, სოუსებისა და საზავების დასამზადებლად.

გარდა კულინარიისა, დაფნა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხურ მედიცინაში, რადგან მას აქვს ძალიან სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე. ეთერზეთების, ფიტონციდების, დუბილური ნივთიერებებისა და ორგანული მჟავების მაღალი შემცველობა მას ჩვენი ჯანმრთელობისთვის ღირებულ პროდუქტად აქცევს. გარდა ამისა, დაფნა ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებით.

გამომშრალი სანელებელი ბოლომდე ინარჩუნებს მის სასარგებლო თვისებებსა და მდიდრულ შემადგენლობას. დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს პროდუქტი ჯანმრთელობის არაერთი სერიოზული პრობლემის გადასაჭრელად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ! გახსოვდეთ, როდესაც საქმე დაფნის ნახარშებს ეხება, მათ დასამზადებლად ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ თიხის ან ემალის ჭურჭელი (არავითარ შემთხვევაში მეტალის).

დაფნის ფოთლის სასარგებლო თვისებები

1. დიაბეტის დროს

ეს უნიკალური სანელებელი შეგვიძლია გამოვიყენოთ სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად. თერმოსში ჩაყარეთ კარგად გამომშრალი და დაფქული დაფნის 10 ოთოლი, დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 3 საათით. სამკურნალო ნაყენი მიირთვით დღეში 3-ჯერ ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 2 კვირა. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 2 კვირიანი შესვენების გაკეთება. მოცემული რეცეპტი სასარგებლოა არა მხოლოდ დიაბეტიკებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომელთაც ნახშირწყალთა ცვლის პროცესების დარეგულირება სურთ.

2. წონის დასაკლებად

როგორც სტატიის პირველ პუნქტში ვახსენეთ, დაფნის ნახარში არეგულირებს ნახშირწყალთა ცვლის პროცესს, რაც ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში. კარგად დაფქვით დაფნის 5 ან 6 გამომშრალი ფოთოლი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დააყოვნეთ მთელი ღამით. დილით, გაღვიძებისთანავე დადგით დაფნიანი წყალი ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. როდესაც ის კარგად გაგრილდება (დაახ. 30 წუთში), გადაწურეთ და გაყავით 3 თანაბარ ნაწილად. სამივე ულუფა უნდა მივირთვათ ერთ დღეს, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 2 კვირა.

3. პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ

თუ გაწუხებთ უსიამოვნო სუნი, სტომატიტი, გინგივიტი ან პაროდონტოზი, უბრალოდ კარგად ჩაღეჭეთ დაფნის ერთი ფოთოლი ყოველ ჭამამდე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. ეფექტი მართლაც შთამბეჭდავია!

4. უძილობა

დაფნის ფოთლის საოცარი არომატი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ვალერიანი. ბალიშის შეკერვის დროს მოათავსეთ მასში რამდენიმე ფოთოლი, რათა გეძინოთ ყოველთვის ისე ღრმად და კარგად, როგორც პატარა ბავშვს. ასეთი არომათერაპია განსაკუთრებით სასარგებლო სწორედ ბავშვებისთვისაა.

5. კანის დაავადებების შემთხვევაში

ანტიმიკრობული თვისებების ხარჯზე, დაფნის ფოთოლი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გამონაყარის, ალერგიებისა და გაღიზიანების სამკურნალოდ. 1,5 ჩაის კოვზ დაფქულ ფოთლებს დაასხით  1 ჩაის ჭიქა მცენარეული ზეთი, კარგად გადაურიეთ და დააყოვნეთ მაცივარში 1 კვირის განმავლობაში. მზა დაფნის ზეთით დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთები დღეში 2-ჯერ, რათა ჩაახშოთ ანთება, მოიხსნათ გაღიზიანება და დაამარცხოთ გამონაყარი.

6. სოკოვანი ინფექცია

დაფნს ფოთოლი ანტიმიკრობული თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელსაც შეუძლია ჩვენი გათავისუფლება ფეხების ჭარბოფლიანობისგან. 10 დაფნის ფოთოლს დასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, დააყოვნეთ სულ რამდენიმე წუთით და შემდეგ მოათავსეთ ფეხები ამ აბაზანაში 15-20 წუთით. კვირაში 2-3 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა საგრძნობლად შეიმციროთ ფეხების ოფლიანობა და დაამარცხოთ სოკოვანი ინფექცია.

7. თირკმლის უკმარისობა

ამ უნიკალური სანელებლისთვის შარდმდენი ეფექტია დამახასიათებელი, რაც აქცევს მას ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად თირკმელების დაავადებების პროფილაქტიკისთვის. 1 ჩაის კოვზ დაფქულ ფოთლებს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშეთ ნარევი ძალიან დაბალ ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში. მზა ნახარში უნდა დავაყოვნოთ კიდევ 3 საათით და შემდეგ მივირთვათ ის დღეში 2-ჯერ 1 სუფრის კოვზის ოდენობით.

გაითვალისწინეთ! ორსული და მეძუძური დედებისთვის, ასევე პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, დაფნის მიღება აკრძალულია. ამ სანელებელს მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ თავი იმ შემთხვევაშიც, თუ დიაბეტის მძიმე ფორმა გაწუხებთ. გახსოვდეთ, ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ჯანმრთელობას!