ლიმონიანი წყალი აბების ნაცვლად: 13 პრობლემა, რომელსაც მომჟავო სასმელი ეფექტურად ებრძვის

61651

ლიმონი – მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული ციტრუსი, რომლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერთი საშუალო ზომის ლიმონი შეიცავს ზრდასრული ადამიანისათვის C ვიტამინის დღიური ნორმის 64%-ს. ის მდიდარია ჩვენი ორგანიზმისათვის ძალიან სასარგებლო ფიტოქიუმიური ნივთიერებებითაც, მათ შორის ჭარბადაა პოლიფენოლები.

მოსფლიოს წამყვანი დიეტოლოგები და ექიმები დღის დაწყებას ერთი ჭიქა ლიმონიანი წყლის მირთმევით გვირჩევენ, რასაც თავისი ლოგიკური ახსნა მოეძებნება. თუ ყოველ დილას ამ მომჟავო სასმელით დაიწყებთ, შეძლებთ ორგანიზმის დამუხტვას მთელი სამუშაო დღისათვის საჭირო ენერგიით, სხეულის მომარაგებას სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით, მათ შორის: B და C  ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებით, ფოსფორით, ცილებით, ეთერზეთებით, ფლავანოიდებით, სასარგებლო ნახშირწყლებით, კალიუმით და ა.შ. მოცემული სასმელი გაგიძლიერებთ იმუნიტეტსაც და საიმედოდ დაგიცავთ სხვადასხვა ვირუსული და ინფექციური დაავადებებისგან.

დაახლოებით ერთ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს დაუმატეთ 1 ან 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, კარგად მოურიეთ, გააჩერეთ ორიოდე წუთით და მიირთვთ საუზმობამდე 15-20 წუთით ადრე. უმჯობესია, თავდაპირველად ლიმონის წვენი აიღოთ ერთი სუფრის კოვზის ოდენობით, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდოთ ულუფა.

სრული სია იმ უპირატესობებისა, რომელთაც ეს სასმელი მოგცემთ: 

№1: ამარცხებს აკნეს

ლიმონიანი წყალი არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს ჩვენს სხეულში, რის ხარჯზეც მოცემული სასმელი საგრძნობლად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და თავიდან გვარიდებს აკნეს გაჩენას. თუ მისი ყოველ დილას მირთმევის პარალელურად სახის კანის პრობლემურ მონაკვეთებს ლიმონიანი წყლით რეგულარულად დაიმუშავებთ, პრობლემა ძალიან მალე წარსულში დარჩება.

№2: ამცირებს მადას

ვიტამინებისა და ფერმენტების მაღალი შემცველობის ხარჯზე, რომლებიც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს გვიწყობს სხეულის ოპტიმალური მასის შენარჩუნებაში, ჩვენი მადა საგრძნობლად ქვეითდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოცემული სასმელი შეიცას საკმაოდ დიდი რაოდენობით უჯრედისს – ნივთიერება, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

№3: წმენდს თირკმელებს

ლიმონი მდიდარია კალიუმით – მინერალი, რომელიც ზრდის შარდში ციტრატის დონეს და თავიდან გვარიდებს ოქსალატის ფორმირებას. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ლიმონიანი წყალი არაჩვეულებრივია თირკმელებში კენჭების ფორმირების პროფილაქტიკისთვის და უკვე არსებული მცირე ზომის მკვრივი მასების გამოსარეცხად.

№4: აძლიერებს იმუნიტეტს

ლიმონიანი წყალი – სასმელი, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ლიმფურ სისტემაზე – ამ უკანასკნელის გამართული მუშაობა ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია იმუნური სისტემის სიძლიერისთვის.

№5: ამცირებს ნაღვლის ბუშტის ტკივილს

მიირთვით ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი ყოველ დილას, რათა შეძლოთ ნაღვლის ბუშტიდან მცირე ზომის კენჭების გამოდევნა და მათი არსებობით გამოწვეული დისკომფორტის საოცრად დიდი შეგრძნების დამარცხება.

№6: დაგიცავთ გრიპისა და გაციებისგან

ლიმონი ერთ-ერთი უძლიერესი ნატურალური ანტიოქსიდანტია, რომელიც წარმოადგენს C ვიტამინის საკმაოდ დიდ წყაროს. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ იმუნური სისტემის გაძლიერებას და თავის საიმედოდ დაცვას ვირუსული და გაციებითი დაავადებებისგან. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მომჟავო სასმელი არაჩვეულებრივია სეზონური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

№7: გაგიძლიერებთ ფრჩხილებს

სასარგებლო მინერალებისა და ვიტამინების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ლიმონიანი წყალი გაგიძლიერებთ ფრჩხილებს.

№8: თავიდან აგარიდებთ საკვებით მოწამვლას

თუ თქვენთვის არც თუ ისე კარგად ნაცნობი კერძების დაგემოვნება გადაწყვიტეთ, მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ საოცნებო მოგზაურობაში გაეშურეთ და უცხო ქვეყნის სამზარეულოთი ტკბებით, აუცილებლად დაიწყეთ ყოველი დილა ლიმონიანი წყლით – ასე საიმედოდ დაიცავთ თავს საკვებით ინტოქსიკაციისგან.

№9: ახშობს ანთებას

ლიმონიანი წყალი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული სასმელია. თუ მას ყოველ დილას მიიღებთ, შეძლებთ ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩახშობას.

№10: ხსნის კუნთების ტკივილის 

თუ აქტიურად ვარჯიშობთ, საკუთარი თავსი ფიზიკურად დატვირთვის შემდეგ მიირთვით ერთ ჭიქა ლიმონიანი წყალი, რათა თავიდან აირიდოთ კუნთების ტკივილი.

№11: ამცირებს შეშუპებასა და სახსრების ტკივილს

ლიმონიანი წყალი ამცირებს შარდმჟავას დონეს სისხლში და ხელს გვიწყობს სახსრებიდან მათი დაგროვებული კრისტალების გამორეცხვაში. მოცემული სასმელი საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას პოდაგრის დროს.

№12: ნაბახუსევის პროფილაქტიკა

თუ საღამოს მხიარულად გატარება დაგეგმეთ, ჯერ აუცილებლად მიირთვით ლიმონიანი წყალი, რათა თავიდან აირიდოთ საშინელი ნაბახუსევი. მეორე ულუფა მიიღეთ გაღვიძებისთანავე.

№13: კურნავს კოლიტს

კოლიტი – ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თავს იჩენს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის შედეგად. რეგულარულად ლიმონიანი წყლის მირთმევით, თქვენ აღიდგენთ ამ ბალანსს და შეძლებთ კოლიტის დამარცხებას.

მართლაც რომ საოცარია, თუ რამდენი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა ისეთი უბრალო სასმელი, როგორიც ლიმონიანი წყალია, არა? ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაგვიზიარეთ რჩევები და მოგვიყევით საკუთარი გამოცდილების შესახებ კომენტარების ველის მეშვეობით. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!